კარლ შპიცვეგი – “წიგნის ჭია”
“წიგნის ჭია” - ინგლისურ ენაზე “The Bookworm”,წარმოადგენს დიდებულ ნამუშევარს,გამოჩენილი გერმანელი მხატვრის,ილუსტრატორისა და ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის “ბიდერმაიერის” სტილის -კარლ შპიცვეგისა (1808-1885 წლები).იგი დახატულ იქნა 1850 წელს,ტილოზე ზეთის საღებავით.სურათის სიმაღლე 49,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 26,8 სანტიმეტრი.აღნიშნული ტილო თვალნათელი მაგალითია “ბიდერმეიერის” სამხატვრო სტილისა (მიმართულება გერმანულ და ავსტრიულ ხელოვნებაში – სახვითი,არქიტექტურა,ლიტერატურა,მოდა და ინტერიერის დიზაინი). (ავტორი გენია.ჯი) სურათი ერთგვარად გამოსახავს ინტროსპექტრულ და კონსერვატიულ ხასიათს,რომელიც განსაკუთრებით გავრცელებული იყო ევროპაში “ნაპოლეომის ომებისა” და “ევროპული რევოლუციების (1848-1849 წლები) პერიოდში.კარლ შპიცვეგმა სურათზე არა მარტო გადმოსცა აღნიშნული განწყობა,არამედ დასცინა კიდეც მას,ტილოზე გამოსახული მოხუცი ბიბლიოგრაფის სახით,რომელსაც სიმბოლურად ქვეყანაზე,არანაირი საქმე არ გააჩნია ქვეყანაზე,გარდა ბიბლიოთეკისა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ შეურჩია სურათს მხატვარმა,ეგზომ გასაოცარი სახელწოდება.დღესდღეობით,კარლ შპიცვეგის დიდებული ტილო – “წიგნის ჭია”,დაცულია გერმანიის ქალაქ შვაიფურტის – “გეორგ შეფერის სახელობის სამხატვრო მუზეუმში”.