დენის ტიტო – “პირველი ტურისტი კოსმოსში”
დენის ტიტო - დაიბადა 1940 წლის 8 აგვისტოს ნიუ-იორკში.იგი წარმოადგენს,მსოფლიოში “პირველ ტურისტს კოსმოსში”,რომელიც იტალიური წარმოამვლობის მქონე ამერიკელი მეწარმე და მულტიმილიონერია.2001 წელს,სწორედ დენის ტიტო გახლდათ ის პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტი,რომელმაც ტურისტილი კოსმოსური მოგზაურობის ოცნება აისრულა.ამ გასაოცარ მოგზაურობაში კი დენისმა არც მეტი და არც ნაკლები 20 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა. (ავტორი გენია.ჯი) მან დედამიწას სულ 128-ჯერ შემოუფრინა და თითოეული ასეთი შემოვლა 150 000 ამერიკული დოლარი უჯდებოდა.მიუხედავად კოლოსარული თანხების დახარჯვისა,იგი დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთ უბედნიერეს ადამიანად მიიჩნევდა თავს.დენის ტიტო “Wilshire Associates” ფირმის მფლობელია და მიუხედავად უამრავი საქმისა,განსაკუტრებული ყურადღებით აკვირდებოდა კოსმონავტიკის მიღწევებს,ამა თუ იმ ქვეყნისა.მოგვიანებით NASA-თან დაამყარა კონტაქტი და თავად დააფინანსა მისი უდიდესი ოცნება კოსმოსში მოგზაურობისა.2001 წლის აპრილში,60 წლის ასაკში დენის ტიტომ “ბაიკონურის კოსმოდრომიდან”,8 თვიანი სპეციალური მომზადების შემდეგ,საბოლოოდ აიხდინა ნატვრა და ისტორიაში კოსმოსის პირველი “ტუსიტი” გახდა.იგი კოსმოსში,ცნობილი რუსი კოსმონავტებთან – ტალგატ მუსაბაევისა და იური ბატურინთან ერტად გაემგზავრა.დედამიწაზე დაბრუნების შემდგომ დენის ტიტომ განაცხადა: “ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე გასაოცარი მოგზაურობა.მე ვიყავი ზეცაში და ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს ანგელოზივით დავფრინავდი. (ავტორი გენია.ჯი) ვიცოდი,რომ საკმაოდ დიდ რისკზე მივდიოდი და ყველაზე უარესი სცენარისათვის ვემზადებოდი.თუმცა საბედნიეროდ ექვსივე დღე ჩემი კოსმოსში ყოფნისა სრულ ეიფორიაში გავატარე”.
დენის ტიტოს დედამიწაზე მშვიდობიანად დაბრუნების შემდეგ,იგი მალევე იქცა ამერიკის შეერთებული შტატების “ეროვნულ გმირად”.მან აღნიშნული მოვლენით,ერთგვარად დაუდო სათავე “კოსმოსურ ტურიზმს”.