“მაიონის ვულკანი”
“მაიონის ვულკანი” - ინგლისურ ენაზე “Mayon Volcano”,წარმოადგენს მოქმედ ვულკანს ფილიპინებში.კერძოდ იგი მდებარეობს პროვინცია ალბაიში – ბიკოლის რეგიონში,რომელიც თავის მხრივ სამხრეთ-აღმოსავლეთი გახლავთ უმთავრესი კუნძულის ლუსონისა.გარდა ამისა “მაიონის ვულკანის” სიახლოვეს მდებარეობს ფილიპინების ქალაქი ლეგასპი.”მაიონის ვულკანი” განთავსებულია კონტინენტალური ევრაზიისა და ფილიპინების ტექტონიკურ ბაქანზე.ლუსონის კუნძულზე მდებარე სხვა ვულკანებისაგან განსხვავებით “მაიონის ვულკანი”,მეტ-ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა. (ავტორი გენია.ჯი) მას გააჩნია სრულყოფილი კონუსისებური ფორმა,რომელიც ჩამოყალიბებულ იქნა ანდეზიტირებული ლავის შდეგად.იგი ზღვის დონიდან 2462 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.უკანასკნელი 400 წლის მანძილზე ვულკანი 50-ჯერ მეტჯერ ამოქმედდა.ყველაზე კატასტროფული შედეგი ამოფრქვევისა 1814 წლის 1 თებერვალს დაფიქსირდა,რადაგნ მისმა ამოფრქვევამ გაანადგურა ქალაქი საგზავა,რასაც საუბედუროს 1200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.1993 წლის ამოფრქვევამ კი 93 ადამიანი იმსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი) 2009 წელს “ვულკან მაიონის” ამოფრქვევის საფრთხის გამო,ევაკუირებულ იქნა რეგიონიდან ათასობით ადგილობრივი მოსახლე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “მაიონის ვულკანი” მდებარეობს მაიონ-ვოლკანოს ეროვნულ პარკში და მას უამრავი ტურისტი სტუმრობს.