ჰენრიკ სენკევიჩი – “ჯვაროსნები”
“ჯვაროსნები” - ინგლისურ ენაზე “The Knights of the Cross”,წარმაოდგენს დიდებულ ისტორიული ჟანრის რომანს,გენიალური პოლონელი მწერლისა და “ნობელის პრემიის” (1905 წელს) ლაურეატის ლიტერატურაში - ჰენრიკ სენკევიჩისა (1846-1916 წლები).იგი პირველად გამოქვეყნებულ იქნა,პოლონურ ჟურნალ “Tygodnik llustrowany”-ში.ხოლო წიგნის სახით კი გამოიცა 1900 წელს.რომანში განვითარებული მოქმედებები ვითარდება 1399 წლიდან (პოლონეთის დედოფლის – იადვიგას გარდაცვალებიდან) 1410 წლამდე (გრიუნვალდის ბრძოლის ჩათვლით). (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული რომანის დაწერა და გამოქვეყნება,მწერლის ერთგვარი პროტესტი გახლდათ პოლონეთის გერმანიზაციისა,რომელსაც პრუსი ხელისუფლება ატარებდა მის სამშობლოში.ამ რომანით სენკევიჩი,მოუწოდებდა პოლონელებს არ შეგუებოდნენ სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვას.რომანში აღწერილი მოვლენებით კი მწერალმა ჩაიფიქრა პოლონელი ხალხისათვის მაგალითი მიეცა,პატრიოტიზმის და სიმამაცისა,რათა ისინი არ სეგუებოდნენ გერმანიის ბატონობას პოლონეთში.გარდა ამისა,რომანში მოთხრობილი ისტორიით იგი ხაზს უსვამდა თუ როგორ “იმართებოდა წელში” ადრეულ საუკუნეებში პოლონელი ხალხი და თუ როგორ მიაღწიეს მათ პოლონეთის სახელმწიფოს ძლევამოსილებას.”ჯვაროსნების” ისტორიულ ფონში,აღწერილია ეპოქა – იაგელონების სამეფო დინასტიის და ტევტონთა ორდენის კონფლიქტისა.ავტორმა რომანის დასაწერად გამოიყენა “იანკა ჩანკოველის ქრონიკები”,”იან დლუგოშას ისტორია” და გარდა პოლონური წყაროებისა,მან ასევე გამოიყენა ფრანგული და გერმანული ისტორიული წყაროები. (ავტორი გენია.ჯი) რომანის მთავარი გმირი გახლავთ,პოლონელი რაინდი,სახელად მაცკო და მისი ნათესავი ზბიშკო.ნაწარმოებში გადმოცემულია – ზბიზკოსა და მისი სატრფოს – დანუსის ტრაგიკული სიყვარული,რაც ერთგვარად უსვამს ხაზს ნაწარმოებში მელოდრამატულ სიუჟეტს.გარდა ამისა ფართოდ არის გაშუქებული პოლონელი ხალხის ბრძოლა ტევტონთა ორდენის წინააღმდეგ.”ჯვაროსნების” რომანის კულმინაციას წარმოადგენს გრიუნვალდის ბრძოლა,სადაც ბრწყინვალე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა პოლონურ-ლიტვურმა არმიამ ტევტონებზე.ბრძოლის სიუჟეტები კი სენკევიჩმა,დიდი პოლონელი ისტორიკოსის – იან დლუგოშის (1415-1480 წლები),მიერ შედგენილი ისტორიული წყაროებიდან აიღო.გარდა ამისა ავტორის,ამ ბრძოლის სიუჟეტზე დიდი გავლენა იქონია,უდიდესი პოლონელი მხატვრის – იან მატეიკოს,მიერ შესრულებულმა ისტორიულმა ტილომ. (ავტორი გენია.ჯი) რომანში მთავარი გმირების გარდა,მოცემულია ისტორიული პერსონები,ისეთები როგორებიცაა: დიდი მაგისტრი – ულრიხ ფონ იუნგინგენი,ლიტვის დიდი თავადი – ვლადისლავ II იაგილო,პოლონელი თავადი – ზემოვიტ IV პლოცკი,პოლონეთის დედოფალი იადვიგა და სხვა ისტორიული პერსონაჟები.