“ლუტეციას არენა”

“ლუტეციას არენა” - ფრანგულ ენაზე “Arenes de Lutece”,წარმოადგენს საფრანგეთის ტერიტორიაზე,დღემდე შემორჩენილ ერთ-ერთ უძველეს რომაულ ამფითეატრს,რომელიც აგებულ იქნა ჩვ.წ.აღ-ით I საუკუნეში,თანამედროვე პარიზის ტერიტორიაზე.აღნიშნული ამფითეატრი ფუნქციონირებდა I საუკუნიდან – მე-III საუკუნემდე და იგი გამოიყენებოდა არა მარტო თეატრალური და საცირკო წარმოდგენებისათვის,არამედ გლადიატორთა ბრძოლებისთვისაც.სულ ამფითეატრში 17 000 მაყურებელი ეტეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ქრისტიანობის გავრცელებამ ევროპაში,რომაული თეატრის და ცირკის პოპულარობის დაკარგვა გამოიწვია.როდესაც ევროპაში მე-III,მე-IV საუკუნეებში ჰუნები შემოიჭრნენ,”ლუტეციას არენამაც” დაჰკარგა თავისი ფუნქცია და მის ასაგებად გამოყენებული ქვებით,ქალაქის კედლების გამაგრება დაიწყეს.დიდი ხნის მანძილზე “ლუტეციას არენის” ნანგრევები მიწის სქელი ფენით იყო დაფარული.თუმცა 1869 წელს,მაშინ როდესაც პარიზსი დაიწყო მშენებლობა ომნიბუსების პარკისათვის,სრულიად შემთხვევით მშენებლებმა აღმოაჩინეს ამფითეატრის ნაშთები.1883 წელს,უდიდესმა ფრანგმა მწერალმა – ვიქტორ ჰიუგომ პარიზის საქალაქო საბჭოს “ღია წერილით” მიმართა,სადაც იგი მოითხოვდა,რომ აღნიშნული ისტორიული ობიექტი,საკუთარი დაცვის ქვეშ აეყვანა.მართლაც პარიზის საქალაქო საბჭომ “ლუტეციას არენა”,საკუთარი მფარველობის ქვეშ აიყვანა და მალევე მას ისტორიული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.1916 წელს,ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე შეწყდა ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოები და ამფითეატრს ჩაუტარდა რესტავრაცია.დღევანდელ დღეს,რესტავრაციის შემდეგ არა მარტო “ლუტეციას არენის” ნახვაა შესაძლებელი,არამედ იქ შესაძლოა მნახველმა დაათვალიეროს ლომების სპეციალური გალიებიც. (ავტორი გენია.ჯი) “ლუტეციას არენა” პარიზის მე-5 რაიონში მდებარეობს და იქ დამთვალიერებელს შესვლა ყოველდღე,დილის 8:30 საათიდან – 17:00 საათამდე შეუძლია.ზაფხულის თვეებში კი 21:00 საათამდე.”ლუტეციას არენა”პარიზის ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს და მას საფრანგეთის სახელმწიფო იცავს.