იუსტეინ გარდერი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი ნორვეგიელი მწერალი,პუბლიცისტი,ავტორი მრავალი რომანისა და საბავშვო ნაწარმოებისა - იუსტეინ გარდერი,რომლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და საუკეთესო ნაწარმოებს წარმოადგენს,ბესტელერად ქცეული რომანი – “სოფის სამყარო” (2005 წელს გამოიცა ქართულ ენაზე),წარმოადგენს იმ მწერალს,რომელიც ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ უმკაცრესი კრიტიკით გამოირჩევა.მის ერთ-ერთ მთავარ გამოსვლაში იუსტეინი ღიად აცხადებდა:
“მე არ მჯერა ილუზია,იმისა,რომ ამ სამყაროში არსებობს,სხვა ერებისაგან რაიმეთი გამორჩეული ერი.მე მეღიმება მათ თვითშემოქმედებაზე და ძალიან ვწუხვარ მათ მიერ ჩადენილ საქციელზე. (ავტორი გენია.ჯი) პრეტენზია იმისა,რომ შენ რჩეული ერი ხარ,უდიდესი სისულელე და ამპარტავნებაა,ამასთან ერთად შემიძლია თამამად განვაცხადო,რომ ასეთი აზროვნება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ტოლფასია.სწორედ ამიტომაა,რომ ასეთ საქციელს,ძალიან სწორად აქვს შერჩეული – “რასიზმის” სახელი.მოთმონებასა და ტოლერანტობას,ისევე,როგორც ნებისმიერ ადამიანს,მეც გამაჩნია საკუთარი საზღვარი.საჯაროდ ვაცხადებ იმას,რომ არ მჯერა ისეთი ღვთაებრივი წერილისა,სადაც ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ ჩადენილი ოკუპაცია და აპარტეიდია გამართლებული.უნდა გავითვალისწინოთ ისიც,რომ დღესდღეობით ჩვენ არ ვცხოვრობთ შუა საუკუნეების პერიოდში.მე არ შემიძლია გავუგო მათ,ვისაც სჯერა,რომ უფალმა რომელიმე ერი გამორჩეულად შეიყვარა და გამორჩეულ ხალხად აქცია დედამიწაზე. (ავტორი გენია.ჯი) ეს იგივეა,რომ უფალმა მის რჩეულ ერს,სრული ლიცენზია მისცა ჩადენილ უამრავ მკვლელობაზე.არაერთხელ განმიცხადებია და კვლავაც საჯაროდ გავიმეორებ,რომ მე დიდი ჰუმანისტი ადამიანი ვარ.შესაბამისად ჩემში არ არსებობს არანაირი ანტისემიტიზსმი.იმ იდეებზე რომლებსაც უდიდეს პატივს მივაგებ,იდგა ისეთი უდიდესი და უძველესი კულტურები,როგორებიცაა – ძველი ბერძნები,ძველი რომაელები და თავად ებრაელი ხალხი”.