უილიამ შექსპირის შესახებ…

გენიალური ინგლისელი დრამატურგის და პოეტის,რომელიც დღემდე მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად - უილიამ შექსპირის (1564-1616 წლები),გარდაცვალების მიზეზებზე გაუთავებლად კამათობენ.ერთ-ერთ ვერსიად სახელდება სიფილისი (იმ პერიოდში გავრცელებული ავადმყოფობა) რომლითაც შეიძლებოდა ადვილად დაავადებულიყო.უკანასკნელი ხელმოწერებიდან დაადგინეს,რომ მას კრუნჩხვები ტანჯავდა,”ნოტარიუსის დამბლის” ვარიანტი,რაც ძირითადად ხანგრძლივი წერისგან ემართებოდათ. (ავტორი გენია.ჯი) თუ კი მართლა ასე იყო,უილიამი წერას ვეღარ შეძლებდა და ამით ადვილად აიხსნება,რატომაც დაანება დრამატურგიას თავი.სხვები ვარაუდობენ,რომ ის ალკოჰოლიზმმა დარუპა.არის ცნობები,რომ  უილიამ შექსპირი,დრეიტონი და ბენ ჯონსონი ხშირად ერთად სვამდნენ.როგორც  იმ პერიოდის ერთ-ერთ ქორეოპისკოპოსი დასძენს: “უილიამ შექსპირი ძალიან ბევრს სვამდა,რამაც იგი შეიწირა კიდეცო”.თუმცა სხვა ვერსიების თანახმად – შექსპირი,სულაც არ გახლდათ ალკოჰოლიკი.

არ არის აუცილებელი ვიფიქროთ,რომ უილიამი ხანგრძლივი ავადმყოფობით გარდაიცვალა.შეიძლება,მას მოულოდნელად შეჰყროდა რაიმე ინფექცია,მით უმეტეს მაშინ,როდესაც მე-XVII საუკუნის ერთ-ერთი ექიმი,აღნიშნავს: “ძალიან გახშირებულია ციებ-ცხელების შემთხვევები,განსაკუთრებით კი სტრეთფორდში”.1615-1616 წლების ზამთარში გრიპის ეპიდემია მძვინვარებდა,თბილი და ნესტიანი ამინდები მალარიის გავრცელებას უწყობდა ხელს.შექსპირი,რომ მალევე დაკრძალეს გარდაცვალებიდან,საფუძველს გვაძლევს,ვიფიქროთ მისი ავადმყოფობა გადამდები ყოფილიყო.

გამოთქვამენ მოსაზრებას,რომ სიკვდილამდე ანდერძი,მან საკუთარი ხელით შეადგინა,მაგრამ ეს არ უნდა იყოს სიმართლე. (ავტორი გენია.ჯი) სავარაუდოდ მისი ანდერძი,დაწერილი უნდა იყოს იურისტის – თომას ქოლინზის მიერ.არავინ იცის ანდერძის შედგენისას რამდენად “ქმედითუნარიანი” იყო შექსპირი,როდესაც ანდერძს წერდა,მისი ხელმოწერა ცხადყოფს,რომ იგი ძალიან სუსტად უნდა ყოფილიყო.აღნიშნულ დოკუმენტს,რომელსაც ეტყობოდა,თუ რა დიდი წვალებით ადგენდა,შექსპირმა ხელი მოაწერა და ეს იყო მის მიერ დაწერილი უკანასკნელი სიტყვა.

ოთხი კვირის მანძილზე,მარტიდან აპრილამდე,უილიამი ციებ-ცხელებით იტანჯებოდა.თუ იგი მართლა ტიფით იტანჯებოდა,ალბათ საშინელი სისუსტე და ენით აუწერელი წყურვილი აწუხებდა.ერთ-ერთი ისტორიკოსის გადმოცემის თანახმად: “შექსპირი საკუთარ სიკვდილს დაეწია,როდესაც ავადმყოფი ლოგინიდან ადგა და მეფობრებს გაყვაო”.

1616 წლის 23 აპრილს,მსოფლიოს მოუკვდა უდიდესი დრამატურგი და პოეტი – უილიამ შექსპირი.ალბათ,ბედის ირონიაა,რომ იგი საკუთარი დაბადების დღეზე აღესრულა.ბალზამირების შემდეგ მისი ცხედარი ლიგინზე დაასვენეს და გარშემო ყვავილები შემოუწყვეს.დაკრძალვამდე მეგობრებსა და ნათესავებს შეძლოთ,გამოსთხოვებოდნენ.ორი დღის შემდეგ,მიტკლის ქსოვილში გაახვიეს და ეკლესიაში გადაასვენეს.უილიამ შექსპირი 17 ფუტის სიღრმის საფლავში ჩაასვენეს,რაც შესაძლოა მისი ტიფით გარდაცვალების გამო მოხდა.

“კეთილო მეგობარო,ღვთის გულისათვის,ნუ ხელყოფ აქ დაკრძალულ ცხედარს.დალოცვილი იყოს,ვინც დაინდობს ამ ქვებს და წყეული იყოს,ის ვინც ჩემს ძვლებს შეაწუხებს”.

უილიამ შექსპირი ისე გარდაიცვალა,როგორც იცხოვრა,დიდი ყურადღება არავისგან მოუთხოვია.ბენ ჯონსონის დამკრძალავ პროცესიას “მთელი ქალაქის დიდებულები და კეთილშობილები” მიაცილებდნენ,შექსპირს კი – მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები.

მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდგომ გვხვდება მის შესახებ პირველი ჩანაწერები; არც მეცნიერებს,არც კრიტიკოსებს,არ გასჩენიათ სურვილი,შექსპირის თანამედროვეებს ან მეგობრებს გამოლაპარაკებოდნენ.ემერსონმა ნამდვილად სწორად აღნიშნა:

“შექსპირის ყველაზე კარგი ბიოგრაფი,თავად შექსპირიაო”.

ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია,როდესაც მწერლის შემოქმედება ესოდენ მნიშვნელოვანია,მისი პიროვნება კი არავითარ ინტერესს არ აღძრავს.

1769 წელს შექსპირის იუბილე აღინიშნა და იმ ოთახის ფანჯრის წინ,სადაც სავარაუდოდ გენიალუირი დრამატურგი დაიბადა,ნახატი დაკიდეს.ნახატზე მზე იყო გამოსახული,რომელიც ღრუბლებს არღვევს.მართლაც მშვენიერი სიმბოლოა ამქვეყნად მოვლინებისა. (ავტორი გენია.ჯი) მზის სხივს რომ შესძლებოდა,დიდი ხნის მერე იმ ოთახშირომ შეეჭყიტა,ნახავდა მეცხრამეტე საუკუნის დიდი მწერლების – სერ უოლტერ სკოტის,თომას კარლეილის,უილიამ თეკერეის,ჩარლზ დიკენსის ხელმოწერებს.ეს უდიდესი მწერლები ერთხმად აღიარებდნენ იმ ფაქტს,რომ მათ შემოქმედებას უილიამ შექსპირის შუქი დაჰნათოდა.