“კურაკა”

“კურაკა” - ინგლისურ ენაზე “Curaca”,წარმოადგენდა პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს ანდების ერთ-ერთი თემის – აილიუსისა,ინკების ეპოქაში.მოგვიანებით,ესპანელი კონკისკადორების მმართველობისას,ისინი ცნობილი გახდნენ არა,როგორც “კურაკა”,არამედ,როგორც – “კასიკი”.თავად სიტყვა “კურაკა” კეჩუას ენიდან წარმოდგება და აღნიშნავს – პირველს,ან ყველაზე უფროს სხვადასხვა ხალხისა.თავდაპირველად “კურაკას” მოვალეობას სხვადასხვა ინდიელ თემებში,ასრულებდა ყველაზე ხანდაზმული და ბრძენი ადამიანი,რომლის მმართველობა გამოირჩეოდა პატრიარქარული მმართველობის მეთოდებით.მოგვიანებით “კურაკას” მოვალეობამ შთამომავლობით დაიწყო გადასვლა და ასაკს უკვე აღარ ენიჭებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. (ავტორი გენია.ჯი) ინკების მმართველობისას,ისინი თავის მხრივ,ნიშნავდნენ “კურაკებს”,რათა შეეცვალათ ის ძველი მმართველები (კურაკები),რომელთაც დიდი წინააღმდეგობა გაწიეს ინკების ბატონობის წინააღმდეგ.გარდა უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა “კურაკას” მოვალეობებს ასევე შეადგენდა:

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების განაწილება.

2. ღატაკი მოსახლეობისა და “უაკას” (ინკების და სხვა ინდიელი ხალხის წმინდა ადგილები) დაცვა.

3. ირიგაციონალური სამუშაოების ზედამხედველობა (სარწყავი არხების გასუფთავება და შეკეთება).

4. თემის საზღვრების დაცვა.

5. გადანაწილება და შენახვა ჭარბი სასოფლო სამეურნეო პროდუქტებისა საცავებში

“კურაკას” გააჩნდა საკმაოდ დიდი ძალაუფლება და ფლობდა დიდ მიწებსაც.ძირითადად ცხოვრობდნენ ფართო,დიდ სახლებში.აღსანიშნავია ისიც,რომ კურაკა ძალაუფლების ნაწილს უნაწილებდა – იუნაპაკს,ანუ,როგორც ესპანელი კონკისკადორები იტყოდნენ – “მეორე ადამიანს”.როგორც წესი,ასეთ მოვალეობებს “კურაკა” საკუთარ ახლო ნათესავებს გადასცემდა ხოლმე (ძირითადად ძმებს).უმაღლეს სიმბოლოს “კურაკასი”,წარმოადგედა “ტიანა” (ხის,ქვისგან ან რაიმე მეტალისაგან დამზადებული 20 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე სკამი).შესაბამისად,როდესაც ახალი “კურაკა” მოდიოდა ხელისუფლებაში,მას მმართველობის პიორველივე დღეს,სიმბოლურად გადაეცემოდა ძალაუფლების დამადასტურებელი “ტიანა”. (ავტორი გენია.ჯი) ინკების იმპერიის გაფართოების შემდეგ “კურაკა” მათგან,ფაქტიურად ნომინალურ მმართველობის უფლებას იღებდა.”კურაკას” შესახებ შესანიშნავი ცნობები შემოგვინახა,დიდმა ესპანელმა ისტიორიკოსმა,გეოგრაფმა,სასულიერო პირმა და ჰუმანისტმა – პედრო სესა დე ლეონმა (1518-1554 წლები).ინკების იმპერიის განადგურებისა და ესპანელების გაბატონების შემდგომ “კურაკას” ინსტიტუტი სრულიად იქნა გამქრალი,რომელიც ჩანაცვლებულ იქნა კასიკთა ინსტიტუტით.