“ნაჰდა”

“ნაჰდა” - ინგლისურ ენაზე “Al-Nahda”,არაბული ენიდან ითარგმნება,როგორც – “გამოღვიძება”.იგი წარმოადგენდა არაბულ სამყაროში,კულტურული რეფორმების ეპოქას XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში.აღნიშნული,კულტურული რეფორმების განვითარებაში,უდიდესი წვლილი დაიდო,დიდმა ეგვიპტელმა განმანათლებელმა,საზოგადო მოღვაწემ და მწერალმა – რიფა ატ-ტაჰტავიმ (1801-1873 წლები),რომელიც ასევე რედაქტორი გახლდათ,ეგვიპტური გაზეთის “ეგვიპტის მაცნესი”. (ავტორი გენია.ჯი) რიფამ საკმაოდ დიდი ხანი იცხოვრა საფრანგეთში და იგი მოხიბლული გახლდათ ევროპული კულტურითა და ცივილიზაციით.ამიტომ მან ყველანაირად ეცადა ეგვიპტელი ხალხის კულტურაში შეეტანა,ევროპული კუტურის და ცივილიზაციის ელემენტები.XIX საუკუნის მეორე ნახევარში,ცნობილმა მუსულმანმა ღვთისმეტყველებმა,რეფორმატორებმა და მოდერნისტებმა ჯამალ-ად-დინ აფგანმა და მუჰამედ აბდომ,კიდევ უფრო დიდი წვლილი დაიდეს ევროპული კულტურის გავრცელებაში არაბულ სამყაროში,რომელმაც საბოლოო ჯამში პანისლამიზს ჩაუყარა საფუძველი.”ნაჰდას პერიოდში” ეგვიპტეში გამოჩნდა ახალი გაზეთები,ახალი ენციკლოპედიები და ლექსიკონები. (ავტორი გენია.ჯი) 1914 წელს კი გამოიცა ჰაიკალას ცნობილი რომანი – “ზეინაბი”,რომელიც პირველ თანამედროვე ეგვიპტურ რომანად არის დღემდე მიჩნეული.ამავე ეპოქაში,ევროპიდან – არაბულ სამყაროში გავრცელებულ იქნა სხვადასხვა პოლიტიკური იდეები და ხედვები,მათ შორის – პარლამენტარიზმი,კონსტიტუციონალიზმი და ნაციონალიზმი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ნაჰდამ” დიდი როლი ითამაშა “ოსმალეთის იმპერიის” საბოლოოდ დაცემაში.