“მეჰნდი”
“მეჰნდი” - ინგლისურ ენაზე “Mehndi”,წარმოადგენს სხეულზე,ულამაზესი ფიგურებით ხატვას ინის საშუალებით.ტატუსაგან განსხვავებით – მეჰნდი დროებითი ბოდიარტია,თუმცა იგი შესაძლოა ადამიანის სხეულზე შენარჩუნებულ იქნას 3 კვირის განმავლობაში.“მეჰნდი” ძირითადად გავრცელებულია,რიგ არაბულ ქვეყნებში,მალაიზიაში,ინდონეზიაში,ინდოეთსა და აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან – “მეჰნდი” პირველად,ჯერ კიდევ 5000 წლის წინათ გამოჩნდა.უძველეს ეგვიპტეში,მაღალი სოციალური ფენის მანდილოსნები,თავიანთ სხეულს,ულამაზესი სხვადასხვა ფიგურებით იფარავდნენ.მე-XII საუკუნეში კი “მეჰნდი” ფართოდ იქნა გავრცელებული ინდოეთში.თავდაპირველად “მეჰნდი” მხოლოდ სხეულის ლამაზი ფიგურებით დაფარვას მოიცავდა და სხვა არანაირი ღირებულება არ გააჩნდა,თუმცა მოგვიანებით იგი ერთგვარ ბედნიერების სიმბოლოდ და ყოველგვარი განსაცდელისაგან მფარველად ჩამოყალიბდა.ამ მიზეზთა გამო ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში,ქორწილის დღეს დედოფალი “მეჰნდით” იფარება,რაც მათი რწმენით ბედნიერი ოჯახის საწინდარი გახდება. (ავტორი გენია.ჯი) დღეღსდღეობით “მეჰნდი” ფართოდ არის გავრცელებული არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში,არამედ ევროპაშიც.სურვილის შემთხვევაში (გააჩნია ფიგურების სირთულეს) ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 10-50 ევროს ფარგლებში “მეჰნდით” დაიფაროს სხეული.ცნობილია ისიც,რომ “მეჰნდი” გამოყენებულ იქნა ისეთი ცნობილი ადამიანების მიერ,როგორებიცაა – მადონა,ნაომი კემპბელი,დემი მური და სხვა ცნობილი ადამიანები.