“მარტოხელა-პარაზიტი”
“მარტოხელა-პარაზიტი” - ინგლისურ ენაზე “Parasite single”,ხოლო იაპონურ ენაზე – “პარასაიტო სინგურუ”.იგი წარმოადგენს ფორმას სოციალური პარაზიტიზმისა ამომავალი მზის ქვეყანაში.იაპონიაში აღნიშნული ტერმინით მოიხსენიებენ,იმ 20 წლიდან – 30 წლამდე მყოფ მამაკაცებსა და მანდილოსნებს,რომლებიც ცხოვრობენ მშობლების სახლში,არ მუშაობენ და ფაქტიურად საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს,მშობლების ხარჯზე. (ავტორი გენია.ჯი) იაპონელი მწერლისა და პროფესორის – მასახირო იამადას კვლევებით,ირკვევა,რომ იაპონელ დაუოჯახებელ მამაკაცთა 60 % და ასევე დაუქორწინებელ მანდილოსანთა 80 %,მშობლების სახლში ცხოვრობენ.2002 წლის მონაცემებით ამომავალი მზის ქვეყანაში 10 მილიონამდე “პარასაიტუ სინგურუ” ცხოვრობდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “მარტოხელა-პარაზიტებს”,იაპონიაში ბრალს სდებენ მრავალ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებში.აღნიშნული ბრალდებები,ძირითადად მდგომარეობს – გენოფონდის კლებასა და დანაშაულითა მატების კუთხით.თავდაპირველად სიტყვა “პარასაიტო სინგურუ”,აგმოყენებულ იქნა ცნობილი იაპონელი მწერლის – მასახირო იამადას გახმაურებულ ნაწარმოებში – “პარაზიტ-მარტოხელების ეპოქა”,რომელიც იაპონიაში გამოცემულ იქნა 1999 წელს და მას შემდფეგ იგი ფართოდ იქნა გავრცელებული იაპონიაში.მასახირო იამადამ,არა მარტო “მარატოხელა-პარაზიტების” ტერმინი შემოიტანა,არამედ მან “პარაზიტული წყვილის” ტერმინიც შემოიღო. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ტერმინით იამადა მოიხსენიებს იმ დაქორწინებულ წყვილს,რომელთაც საკუთარი სახლი არ აქვთ,არ მუშაობენ და კვლავ მშობლების ხარჯზე ცხოვრობენ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ გარდა იაპონიისა,აღნიშნული ტერმინით სხვა ქვეყნებში არავის მოიხსენიებენ.