ლაშა ნადარეივილი – „ეი, ბიჭო სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!”
ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს,
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!
***
სხვამ არ თოხნოს ჩემი ყანა,
არც ჩონგური ჩემი თალოს…
მე ისეთი მგლები მყვანან,
ალგეთს მტერმა ვერ დათვალოს.
***
ალავერდში ვანთებ სანთელს,
იმ გმირების წასვლას ვნანობ, -
არტანუჯთან ვხვდები ხანძთელს,
რომ ფეხები ცრემლით ვბანო!
***
ბერი – თეთრი ანაკუწი -
გვარიდებდა სისხლის კალოს…
ყველა დუშმანს, როგორც უწინ,
გზა თევდორემ გაუკვალოს!
***
ვინ აგაკრავს აწი ზეცას,
გორგასლანის დიდო ფარო?
აქ აბჯარი მთათასაც ეცვა,
აქ თამარი დედოფალობს!
***
ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრასკა არვინ შალოს…
ეი, ბიჭო სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!