კენეტ ჯეიმზ დოვერი – “ბრძენი სენტ-ენდრიუსიდან”
კენეტ ჯეიმზ დოვერი - დაიბადა 1920 წლის 11 მარტს,ინგლისის დედაქალაქ ლონდონში.იგი წარმოადგენდა გენიალურ ბრიტანელ ფილოლოგ-კლასიკოსსა და ანტიკური სამყაროს დიდებულ მცოდნეს.კენეტი 1978 წელს არჩეულ იქნა “დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო აკადემიის”,ხოლო მანამდე 1975 წელს – “ედინბურგის სამეფო საზოგადოების” სრულუფლებიან წევრად.გარდა ამისა იგი გახლდათ,შოტლანდიის ერთ-ერთი უძველესი “სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისთვის “ბრძენი სენტ-ენდრიუსიდან” სახელწოდებაც.უმაღლესი განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო,კერძოდ ბალიოლის კოლეჯში.მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არტილერისტად მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში.ომის დასრულების შემდგომ,აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში და უკვე 1955 წელს “სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის” ბერძნული ენის პროფესორი ხდება.აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ კენეტ ჯეიმზ დოვერი 1955 წლის შემდეგ სიკვდილამდე ცხოვრობდა შოთლანდიის ქალქ სენტ-ენდრიუსში.ჰყავდა მეუღლე – ოდრი და ორი შვილი.1977 წელს მიენიჭა რაინდის ტიტული და მის სახელს მას შემდეგ წინსართი “სერ” დაერთო.1978-1981 წლებში კენეტი ბრიტანეთის სამეცნიერო აკადემიის პრეზიდენტი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტისა,იგი ასევე მოღვაწეობდა სტენფორდისა და კორნელის უნივერსიტეტებში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ კენეტს მინიჭებული ჰქონდა რვა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორის ხარისხი,გარდა ამისა იგი არჩეულ იქნა,ამერიკისა და ნიდერლანდების სამეფო აკადემიების წევრად.მის უმთვარეს ნაშრომებს წარმოადგენდა: არისტოფანეს კომედია” (დაწერილი 1972 წელს),”ბერძენი ერის ზნე-ჩვეულებები,პლატონისა და არისტოტელეს პერიოდებში”,”ბერძნები და მათი მემკვიდრეობა”,”ბერძნული პროზის ევოლუციური სტილი” და სხვა.კენეტ ჯეიმზ დოვერმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით “ბერძნული ჰომოსექსუალიზმი”,სადაც პირველად იქნა ფუნდამენტურად აღწერილი ინგლისურენოვანი მკვლევარის მიერ აღნიშნული საშინელი თამატიკა. (ავტორი გენია.ჯი) მის ერთ-ერთ უმთავრეს კრიტიკოს წარმოადგენდა ჯეიმზ დევიდსონი,რომელმაც 2007 წელს გამოსცა მონოგრაფია,სახელწოდებით “ბერძნები და ბერძნული სიყვარული”,რომელიც სრული ანტიპოდი გახლდათ კენეტ ჯეიმზ დოვერის კვლევებისა.სერ კენეტ ჯეიმზ დოვერი გარდაიცვალა 2010 წლის 7 მარტს,შოტლანდიის ქალაქ სენტ-ენდრიუსში,სადაც დაკრძალულ ქინა კიდეც.