“ლინეს მოციქულები”
“ლინეს მოციქულები” - ინგლისურ ენაზე “Apostles of Linneus”,ასე მოიხსენიებდნენ უდიდესი შვედი ბუნებისმეტყველისა და ექიმის – კარლ ლინეს (1707-1778 წლები) იმ მოსწავლეებს,რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ექსპედიციებში.აღნიშნულმა ექსპედიციებმა კი სათავე 1770 წლიდან აიღო. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი მოგზაურობებისას,კარლ ლინეს მოსწავლეები აგროვებდნენ და იკვლევდნენ,სხვადასხვა სახეობების მცენარეებს,ჰერბარეუმებისა და სხვა ზოოლოგიური ნიმუშებისათვის.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ლინეს მოციქულები” გამოირჩეოდნენ საკმაოდ კარგი ორგანიზებითა და ფართო კავშირებით,სხვადასხვა სოციალურ ფენებთან,მათ შორის შვედეთის უმაღლეს საზოგადოებრივ ფენებთან.სწორედ მათთან დამაყარებულმა ახლო ურთიერთობებმა გაუხსნა ფინანსური გზები “ლინეის მოციქულებს”,მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ექსპედიციებში და განეხორციელებინათ ესა თუ ის პროექტი.ასეთი ექსპედიციის პროექტებს სხვა კომპანიების მსგავსად,აფინანსებდა ცნობილი “შვედური ოსტ-ინდოეთის კომპანია”,რომელიც სპეციალიზირებულ იყო მე-XVIII საუკუნეში საზღვაო ვაჭრობაზე აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებთან.ასეთ ექსპედიციებში “ლინეს მოციქულები” მიემგზავრებოდნენ,როგორც მოგზაურები,ექიმები და სასულიერო პირებიც კი.როგორც ცნობილია,ექსპედიციების გამრთვა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში დაკავშირებული გახლდათ დიდ საფრთხეებთან.ალბათ,სწორედ ეს გახლდატ მიზეზი იმისა,რომ “ლინეს მოციქულთაგან”,არცერთი ცოცხლაი უკან აღარ დაბრუნებულა. (ავტორი გენია.ჯი) პირველი “მერცხალი” შორეული ექსპედიციისა გახლდათ,კარლ ლინეის ერთ-ერთი მოსწავლე,ცნობილი შვედი ბოტანიკოსი – კრისტოფერ ტერნსტრიომი (1711-1846 წლები),რომელიც ექსპედიციისას ტროპიკული ციებ-ცხელებით გარდაიცვალა კუნძულ კონ-სონზე (თანამედროვე ვიეტნამი).აღნიშნული ფაქტის შემდეგ,გარდაცვლილი ტერნსტრიომის ქვრივმა კარლ ლინეს ოფიციალურად დასდო ბრალი მეუღლის გარდაცვალებაში,რადგან სწორედ მას მიუძღოდა უდიდესი წვლილი კრისტოფერის შორეულ მოგზაურობაში გაშვებაზე.ამ ისტორიის შემდეგ კარლ ლინე,მხოლოდ ისეთ მოსწავლეებს გზავნიდა ექსპედიციებში,რომლებიც დაოჯახებული არ იყვნენ.ექსპედიციებში შეგროვებული კოლექციების უმეტესობა “ლინეს მოციქულთა”,მიერ იგზავნებოდა კარლ ლინეს სახელზე.ცნობილი შვედი ბოტანიკოსისა და ექიმის – ფრედრიკ ჰასელკვისტის (ერთ-ერთი “მოციქული ლინეს”,რომელიც ანტიკურ ქალაქ სმირნაში გარდაიცვალა),მიერ შეგროვებული კოლექცია “დაკავებულ” იქნა და შემდგომ იგი გამოსყიდულ და დახსნილ იქნა შვედეთის დედოფლის ლუიზა ულრიკ პრუსიელის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) “ლინეს მოციქულთა” შორის იყვნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები,როგორებიც გახლდნენ – პერ კალმი,ულოფ ტორენი,დანიელ როლანდერი,ანტონ მარტინი და სხვები.ზემოთ აღნიშნულმა ექსპედიციებმა უდიდესი როლი და წვლილი შეიტანეს საბუნებისმეტყველო და ბოტანიკურ მეცნიერებების კვლევა-განვითარებაში.