ტიმოთი დექსტერი – “ყველაზე იღბლიანი ბიზნესმენი”
ტიმოთი დექსტერი - დაიბადა 1747 წლის 22 იანვარს,მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ მადლენში.იგი წარმოადგენდა ერთ უბრალო და გაუნათლებელ ადამიანს,რომელიც ისტორიაში შევიდა,როგორც ერთ-ერთი ყველაზე “იღბლიანი ბიზნესმენი” და ზოგადად იღბლიანი ადამიანი.
თავდაპირველად მან ფერმერობას მიჰყო ხელი.20 წლის ასაკში მოხვია ხელი მის მთელს “ფინანსურ რესურს” (9 დოლარი) და ქალაქ ნიუბერიპორტში გაემგზავრა.(ავტორი გენია.ჯი) აქვე გაიცნო და დაქორწინდა 31 წლის ქვრივზე – ელისაბედ ფროტინგემზე.მიუხედავად იმისა,რომ მას საშუალო განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული,საკმაოდ იღბლიანი გამოდგა ბიზნესში.მან ისარგებლა მეუღლის თანხებით და სხვა ბიზნესმენების მიმბაძველობით დაიწყო სხვადასხვა აქციების შესყიდვა,იმ განსხვავებით,რომ იაფფასიან აქციებს ყიდულობდა.რის გამოც არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი.თუმცა ყველასდა გასაოცრად ამ იაფი აქციების ფასი,რამდენიმე ხანში საკმაოდ მაღალ ნიშნულებს უახლოვდებოდა.შესაბამისად დექსტერმა დაიწყო თავისი აქციების მაღალ ფასებში გაყიდვა,რამაც საკმაოდ დიდი შემოსავალი მოუტანა.მისი კონკურენტები ტიმოთის მაინც ამრეზით,დაცინვითა და ირონიითაც კი უყურებდნენ და ისეთ ეკონომიკურ რჩევებს აძლევდნენ,რომელთაც ფაქტიურად მისი სრული გაბანკროტება შეეძლო.მიუხედავად ამისა მათ აზრს მაინც გულუბრყვილოდ ითვალისწინებდა.ერთ-ერთმა ვაჭარმა დექსტერს ურჩია ვესტ-ინდოეთის კუნძულებზე,სადაც სრულიად ახალი დაწყებული იყო კოლონიზაცია,გაეგზავნა გასაყიდად – ბიბლია,ხელთათმანები და ტაფები.აღნიშნული რჩევა მართლაც დიდი სისულელე იყო,რადგან იმ პერიოდისათვის ვესტ-ინდოეთში არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი არავის არაფერში სჭირდებოდა.მიუხედავად ამისა დექსტერმა მიიღო მისი რჩევა და მთელი თავისი თანხით შეისყიდა 40 000 ბიბლია,40 000 ხელთათმანი და 40 000 ტაფა,რომლებიც გემის მეშვეობით ვესტ-ინდოეთში გაგზავნა.ეს გადაწყვეტილება ყველამ დექსტერის უდიდეს სისულელედ მიიჩნია და მას სრული გაბანკროტება უწინასწარმეტყველეს.თუმცა მოხდა საოცრება და ყოველი გაგზავნილი ნივთი 100 %-ით გაიყიდა.მოგებამ კი 150 000 $ შეადგინა,რაც იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა გახლდათ.(ავტორი გენია.ჯი) დექსტერის “კეთილისმსურველებმა” მისი საბოლოოდ ჩაძირვა სცადეს და მას კიდევ ერთი “რჩევით დაეხმარნენ”.ტიმოთის ურჩიეს მთელი თავისი თანხები ახლა უკვე რკინის მადანში ჩაედო და იგი ინგლიში,კერძოდ ნიუკასლში გაეგზავნა.დექსტერმა რაღა თქმა უნდა არაფერი იცოდა იმის შესახებ,რომ ნიუკასლი ინგლისის ყველაზე დიდი მადნის მომპოვებელი ცენტრი რომ იყო და შესაბამისად დექსტერის რკინის მადანი იქ არავის დასჭირდებოდა.თუმცა მას აქაც “ღმერთმა გადმოხედა” და როდესაც მისი ტვირთით დახუნძლული ათეულობით გემი ნიუკასლის პორტს მიადგა,ამ ქალაქში გაიფიცა რკინის მადნის მომპოვებელი მუშები.გაფიცვამ კი რამდენიმე თვე გასტანა და შესაბამისად დექსტერის მადანსაც დიდი გასავალი მიეცა.ამ მოვლენამ კი იგი კიდევ უფრო გაამდიდრა.მიუხედავად იმისა,რომ ტიმოთიმ უზარმაზარი თანხები გამოიმუშავა,მას მეუღლე ყოველთვის “სულელად” მოიხსენიებდა და ხშირად ეჩხუბებოდა კიდეც.თუმცა,თავად ცოლთან კონფლიქტში არასდროს შედიოდა და ისეთ გამომემტყველებას იღებდა თითქოს მისი მეუღლე არა ნამდვილი ადამიანი,არამედ მოჩვენება იყო.როდესაც მასთან სახლში სტუმრები მივიდოდნენ,დექსტერი იტყოდა ხოლმე: “ეს მისის დექსტერია,რომელიც ოდესღაც ჩემი ცოლი იყო”. (ავტორი გენია.ჯი) კულმინაცია ტიმოთი დექსტერის წარმატებისა და იღბლისა,მას შემდეგ დადგა,რაც გამოაქვეყნა თავისი მემუარები,სახელწოდებით – “სისულელე გონიერებისათვის,ანუ სუფთა სიმართლე უხეშ კაბაში”.თავდაპირველად დექსტერმა მემუარები 1000 ეგზემპლარად დაბეჭდა,თუმცა მასზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო,რომ კვლავ არაერთხელ მოუწია მემუარების გამოცემა.ამ ფაქტმა კი მისი ისედაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზარდა.ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო ტიმოთი დექსტერი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან ბიზნესმენად და ზოგადად ადამიანად მიიჩნევა ისტორიაში.(ავტორი გენია.ჯი)