“თაიბერნი”

“თაიბერნი” - ინგლისურ ენაზე “Tyburn”,წარმოადგენს ისტორიულ სოფელს მიდლექსის საგრაფოში,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონის სიტი ოფ უესტმინსტერის საქალაქო ოლქს.აღნიშნული სოფელი მრავალი ადამიანისათვის სიკვდილთან ასოცირდებოდა,რადგან 1196 წლიდან – 1783 წლამდე,იგი წარმოადგენდა ოფიციალურ ადგილს,სადაც სიკვდილით სჯიდნენ “სიკვდილმისჯილებს”. (ავტორი გენია.ჯი) სოფლის სახელწოდება,მისივე სახელის მქონე მდინარე – თაიბერნიდან წარმოდგება,რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი შენაკადია მდინარე ტემზისა.ადგილი “თაიბერნი” მოხსენიებულ იქნა,ინგლისის პირველი ნორმანი მეფის უილიამ I-ის,ინიციატივით 1086 წელს ჩატარებულ საყოველთაო საადგილმამულო წიგნში,სახელწოდებით – “საშინელი სამსჯავროს წიგნში”.”თაიბერნი” საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილს,ჯერ კიდევ ისტორიამდელ ეპოქაში ასრულებდა.იქვე აღმოჩენილი იქნა არქეოლოგების მიერ ნეოლითური ხანის ძეგლი (ქვა,რომელსაც შემდგომ ოლსვუფ სთოუნი უწოდეს).”თაიბერნში” ადამიანების სიკვდილით დასჯის პირველი ოფიციალურად დამადასტურებელი ფაქტი 1196 წელს დაფიქსირდა და მას შემდეგ იგი ერთგვარ სასაკლაოდ იქცა.1571 წელს “თაიბერნში” აგებულ იქნა ხის ორიგინალური,სამკუთხა კონსტრუქციის მქონე,სიკვდილის ეშაფოტი,სპეციალურად სიკვდილით დასჯისათვის,რომელსაც მოგვიანებით ხალხმა – “თაიბერნის ხე” უწოდა.”თაიბერნის ხეზე” სხვა სახრჩობელებისაგან განსხვავებით,რამდენიმე ადამიანის ერთად ჩამოხრჩობა იყო შესაძლებელი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “თაიბერნის ხე”,იმ პერიოდის ინგლისში,მართლმსაჯულების ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა.იგი გამოიყენებოდა არა მარტო ერთი ადამიანის დასასჯელად,არამედ რამდენიმე ადამიანის ერთად დასასჯელადაც.მაგალითისათვის 1649 წლის 23 ივნისიც საკმარისი იქნება,რადგან ამ დღეს “თაიბერნის ხეზე” ჩამოხრჩობილ იქნა 24 ადამიანი,მათ შორის 23 მამაკაცი და ერთი ქალი.პირველი მსხვერპლი “თაიბერნის ხისა” 1571 წლის 1 ივნისს,გახლდათ კათოლიკური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი,დოქტორი – ჯონ სტორი (1504-1571 წლები).მას შემდეგ თაიბერნში – “თაიბერნის ხეზე” ასეულობით ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი.უკანასკნელი ფაქტი,”თაიბერნის ხეზე” ჩამოხრჩობისა დაფიქსირდა 1783 წლის 3 ნოემბერს,მაშინ როდესაც სიკვდილით დასაჯეს,მძარცველი – ჯონ ოსტინი.”თაიბერნსი” სიკვდილით იქნენ დასჯილი ისეთი ცნობილი ისტორიული პიროვნებები,როგორებიც იყვნენ – ჯონ ბრედშოუ,ჰენრი აირტონი და სხვები.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ინგლისის მეფის ჩრლზ I სტიუარტის ბრძანების საფუძველზე,ვესტმინსტერის სააბატოდან ამოღებულ ქინა ოლივერ კრომველის გვამი,რომელიც შემდგომ “თაიბერნის ხეზე” იქნა საჯაროდ ჩამოკიდებული. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით კი მდინარესი დაძირული.დღესდღეობით თაიბერნში,იმ ადგილას სადაც ადამინებს სიკვდილით სჯიდნენ,გაკეთებულ იქნა სპეციალური სპილენძის სამი დაფა,სადაც მითითებულია თაიბერნის ისტორიული როლი ინგლისის მართლმსაჯულების ისტორიაში.