“ალფარდი”

“ალფარდი” - ინგლისურ ენაზე “Alphard”,წარმოადგენს ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავასკვლავედის – “სამხრეთის ჰიდრას”,ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა,ნარინჯისფერ გიგანტურ ვარსკვლავს.მისი სახელწოდება არაბული ენიდან მომდინარეობს და თარგმანით “მარტოხელას” აღნიშნავს.ასეთი სახელწოდება “ალფარდმა” იმიტომ მიიღო,რომ მის სიახლოვეს არ არსებობს ისეთივე კაშკაშა ვარსკვლავები,როგორიც თავადაა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ზემოთ აღნიშნული სახელწოდებისა,მას ასევე უწოდებენ “ჰიდრას გულს”.”სამხრეთის თანავარსკვლავედი ჰიდრა”,ერთ-ერთი უძველესი თანავარსკვლავედია და იგი დატანილ იყო,უდიდესი ძველბერძენი (ალექსანდრიელი) ასტონომის,გეოგრაფისა და მათემატიკოსის – პტოლემეს,მიერ შექმნილ უმთავრეს ასტრონომიულ ნაშრომში – “ალმაგესტში” (დაწერილი მე-II საუკუნეში,რომელიც შედგებოდა 13 წიგნისაგან). (ავტორი გენია.ჯი) “ალფარდი” სამმაგი ვარსკვლავია,რადგან მის ირგვლივ ტრიალებს ორმაგი ვასკვლავი.აღსანიშნავია ისიც,რომ “ალფარდის” გიგანტური ვარსკვლავი 40-ჯერ უფრო დიდია,ვიდრე მზე.”ალფარდზე” დაკვირვება კვლევებისათვის,ასტრონომების მხრიდან აქტიურად დღესაც მიმდინარეობს.

“ალფარდი” – სამხრეთის ჰიდრას თანავარსკვლავედში