“ბუკომატი”
“ბუკომატი” - ინგლისურ ენაზე “Book vending mashine”.მას ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “ბიბლიომატი” ან “წიგნომატი”.იგი წარმოადგენს სპეციალურ ტექნოლოგიურ,ავტომატურ აპარატს,სადაც შესაძლებელია ამა თუ იმ წიგნის შეძენა,მასში გარკვეული თანხის შეტანის შემთხვევაში.როგორც ცნობილია წიგნების კითხვა,არა მარტო სახლშია კომფროტული,არამედ მგზავრობის დროსაც და შესაბამისად ასეთი წიგნით სავაჭრო აპარატები,უმეტესად დამონტაჟებულია აეროპორტებში,მეტროში, (ავტორი გენია.ჯი) მატარებლებისა და ავტობუსების სადგურებში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ დღესდღეობით “ბუკომატები”,საკმაოდ მცირე რაოდენობით არის გავრცელებული მსოფლიოში.იგი პირველად ხმარებაში,მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,კერძოდ 1947 წელს გამოჩნდა და იმ პერიოდში,საკმაოდ გავრცელებულ წიგნებით სავაჭრო ტექნოლოგიურ აპარატსაც წარმოადგენდა,თუმცა მოგვიანებით პოპულარობა დაკარგა და ნელ-ნელა გაქრა კიდეც.”ბუკომატის” ტექნოლოგიაზე,უარი არ თქვა ამომავალი მზის ქვეყანამ იაპონიამ და ამ ქვეყანაში იგი კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) როგორც წესი “ბუკომატებში” იყიდება მცირე ფორმატისა და მოცულობის მქონე წიგნები.გარდა ამისა,ძირითადად შიგ განთავსებულია სხვადასხვა ჟანრის ბელეტრისტიკები.გარდა იაპონიისა იგი გავრცელებულია (თუმცა მცირე რაოდენობით),ამერიკის შეერთებულ შტატებში,კერძოდ სან-ფრანცისკოს სადგურზე და აღნიშნულ ბუკომატის აპარატს “Library a Go Go”-ს უწოდებენ.”ბუკომატის” წიგნით სავაჭრო აპარატი,ასევე დამონტაჟებულია შოტლანდიის დედაქალაქის ედინბურგის აეროპორტში,გერმანიის ქალაქ ჰამბურგში და ჩინეთში.