ლიკა ოხანაშვილი – “ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები”…

ყველა

საქციელს ამ ცხოვრებაში,

თავის სახელს

რომ ვეღარ ვარქმევდით,

სწორედ ამიტომ

გვიჭირს ვიპოვოთ

მიზეზი ტანჯვის და თან რამდენის…

***

უბედობა

რომ მოვა ერთხელაც,

მკაცრი ბუნების

მწარე სათქმელით,

ტანჯვას ეჩვევი,

სულერთიც კია,

ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები…

***

ჯოჯოხეთამდე

მივალთ მარტივად,

ეკლიანია

გზები ცამდე კი…

რამდენს ვიტანთ და

შედეგად რა გვაქვს?

ბედნიერება? უფრო ნაკლები…

***

გამარჯვება

რომ გამარჯვებაა,

ისიც გბეზრდება ზოგჯერ ამდენი…

რასაც ეჩვევი,

სულ ერთი ხდება,

ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები…