კევინ კარტერის ბიოგრაფიიდან…

კევინ კარტერი (1960-1994 წლები) – წარმოადგენდა მსოფლიოში ცნობილ სამხრეთ აფრიკელ ფოტოკორესპოდენტს,რომელმაც სახელი იმ  შემაძრწუნებელი ფოტოს გადაღებით და გავრცელებით გაითქვა,რომელიც 1993 წელს აფრიკულ ქვეყანაში სუდანში გადაიღო.ამ საშინელ სურათს მოგვიანებით – “დაჭრილი ბავშვი სურსათისათვის მიცოცავს,ბანაკში” ეწოდა.სურათზე,რომელმაც მსოფლიო შეძრა,კევინის მიერ გადაღებულია ათი მეტრი სიშორის მანძილიდან და მასზე გამოსახული გახლავთ დაჭრილი,სასიკვდილოდ განწირული პატარა გოგონა,რომლის დაღუპვასაც ჩასაფრებით ელოდა,ერთ-ერთი მტაცებელი ლეშისმჭამელი ფრინველი – სვავი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნულმა ფოტომ კევინ კარტერს “პულიცერის პრემია” მოუტანა,როგორც 1993 წლის,ყველაზე შემაძრწუნებელი ფოტო.კევინის მიერ გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტო მალევე იქნა შესყიდულ,მსოფლიოში ცნობილი ჟურნალის – “New York Times”-ის მიერ,რომელმაც იგი მსოფლიოს გააცნო.ამ ფაქტმა შესაძლოა თამამად ითქვას,რომ მსოფლიო საზოგადოების სრული შოკი გამოიწვია.გარდა იმისა,რომ ფოტოგრაფმა “პულიცერის პრემია” მიიღო,იგი ამავე ფოტომ უდიდესი კრიტიკის ობიექტადაც აქცია და ნამდვილად გასახსენებელია – ედი ადამსის სიტყვები: “ფოტოგრაფია – ეს ყველაზე გამანადგურებელი იარაღია მსოფლიოშიო”.უამრავმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კევინ კარტერს ბრალი დასდო სისასტიკესა და არაადამიანურ საქციელში,რადგან მან იმის ნაცვლად,რომ მცირეწლოვანი მომაკვდავი გოგონასათვის დახმარება გაეწია,პროფესიული საქმიანობა უფრო წინ დააყენა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული სტატია კევინის მიმართ,დაწერა,ფლორიდის შტატში გამომავალმა პოპულარულმა ამერიკულმა გაზეთმა – “St. Peterburg Thimes”-მა,რომელიც კევინის შესახებ ერთ-ერთ სტატიაში სიტყვა-სიტყვით წერდა:

“ადამიანს,რომელსაც ძალუძს თავისი ობიექტივის მიმართვა მხოლოდ იმისათვის,რომ კარგი კადრი დაიჭიროს,მომაკვდავი გოგონას სახით,ისეთივე მტაცებელია,როგორიც ის მტაცებელი ფრინველი სვავი,რომელიც ბავშვის დაღუპვას სულმოუთქმელი ელოდება”.
 
მიუხედავად უამრავი ბრალდებისა,კევინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა,რადგან მან კადრის გადაღების შემდგომ მტაცებელი ფრინველი ბავშვს მოაცილა და ბავშვიც ნელ-ნელა თავისი სოფლისაკენ იდაყვების საშუალებით გაფორთხდა.გარდა ამისა,კევინი მიიჩნევდა,რომ არა მისი და სხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები, მსოფლიოსათვის ვერასოდეს გახდებოდა ნათელი ის უბედურებები,რაც აფრიკის კონტინენტის რიგ ქვეყნებში ხდებოდა,განსაკუთრებით კი შიმშილი და სხვა მრავალი ბოროტება.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ კევინ კარტერის ფსიქიკაზე ძლიერ დამთრგუნველად იმოქმედა სუდანში და სხვა აფრიკულ ქვეყნებში ნანახმა,გამაოგნებელმა ფაქტებმა.ამ გარემოებამ და სხვა რიგმა პირადმა პრობლემებმა,იგი აიძულა,ამ საშინელი სურათის გადაღებიდან სამ თვეში,33 წლის ასაკში (1994 წლის 27 ივლისს) სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.მის მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილ იქნა წერილი,რომელშიც ეწერა:
“მე განადგურებული ვარ… ტელეფონი გათიშული მაქვს… რენტის გადასახადი ფულიც არ მაქვს… არც ბავშვებისთვის მაქვს ფული… არც სხვა გადასახადებისათვის… ჩემს ცხოვრებას თან სდევს ის საშინელი მოგონებები წარსული ცხოვრებიდან, (ავტორი გენია.ჯი) სადაც აღბეჭდილია მრავალი მკვლელობები,ბოროტება,გარდაცვლილები,სულიერი ტკივილი,მოშიმშილე ან დაჭრილი ბავშვები.გარდა ამისა ნათლად არის აღბეჭდილი ჩემს გონებაში ის ჯალათები,რომელთაც შეეძლოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა”.
გარდა ამ შემაძრწუნებელი ფოტოსი,კევინ კარტერს გადაღებული აქვს მრავალი საშინელი სიუჟეტის მქონე სურათებიც,რომელთა ნაწილსაც აქვე შემოგთავაზებთ:

კევინ კარტერის მიერ გადაღებული ფოტო,რომელმაც მსოფლიო შეძრა