რეიმონდ დაგლას ბრედბერი – “ეპიზოდი”
გენიალური ამერიკელი მწერალი და ავტორი,გახმაურებული რომანისა – “451 გრადუსი ფარენჰეიტით” - რეიმონდ დაგლას ბრედბერი (1920-2012 წლები), უღარიბესი ოჯახის შვილი იყო და შესაბამისად სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელება ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხა. (ავტორი გენია.ჯი)ამ მოვლენის შესახებ კი მოგვიანებით გულნატკენი რეი ბრედბერი აცხადებდა:
” – როდესაც 19 წლის გავხდი, მიუხედავად ჩემი უდიდესი სურვილისა, ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოვახერხე ჩამებარებინა კოლეჯში: მე ხომ წარმომავლობით საკმაოდ ღარიბი ოჯახიდან გახლდით გამოსული. ფული ოჯახს არ გააჩნდა და ერთადერთი საშუალება, საიდანაც განათლების მიღება იყო შესაძლებელი, გახლდათ – ბიბლიოთეკა. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ფაქტიურად ერთი კვირის სამ დღეს ბიბლიოთეკაში ვათენ-ვაღამებდი. და როდესაც 27 წლის გავხდი, იმის ნაცვლად, რომ სხვა ჩემი თანატოლების მსგავსად უნივერსიტეტი დამემთავრებინა, მე დავამთავრე – ბიბლიოთეკა”. (ავტორი გენია.ჯი)