ვალერი ნეპომნიაშის მოსაზრებები…
1. საბჭოთა კავშირში – მთავარი მწვრთნელი ამა თუ იმ დიდი საფეხბურთო გუნდისა,შეუძლებელი იყო გამხდარიყო ისეთი ადამიანი,რომელიც კომუნისტური პარტიის წევრი არ გახლდათ.მე ვხედავდი იმასაც,რომ მწვრთნელები,კომპარტიის რიგებში წევრიანდებოდნენ არა იდეების გამო,არამედ იმისათვის,რომ სამსახური ეშოვათ და კარიერული წინსვლა გაეგრძელებინათ.ამის შემხედვარემ საბოლოოდ გამოვუტანე საკუთარ თავს განაჩენი,რომ ჯობდა ბავშვთა გუნდებში მემოღვაწა,ვიდრე კომუნისტური პარტიის რიგებში გავწევრიანებულიყავი,მითუმეტეს მაშინ,როდესაც ჩემი უახლოესი და უსაყვარლესი დედა რეპრესირებული იყო,სწორედ კომუნისტური პარტიის მიერ.
2. ჩინელი,რომელიც გამოიმუშავებს მილიონს,ფიქრობს თუ როგორ დახარჯოს იგი.ხოლო იაპონელები და კორეელები კი მილიონის შოვნის შემდეგ,ფიქრობენ თუ როგორ გამოიმუშავონ შემდეგი მილიონი.
3. მე არ შემიძლია ფეხბურთის მილიარდ გულშემატკივარს,გამარჯვებებს დავპირდე და მერე ტყუილი გამომივიდეს. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ მიზეზი,ჩინეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარის თქმისა.
4. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატში,დიეგო მარადონას დიდებულ არგენტინის ნაკრებთან მატჩის წინ,ჩემი ხელმძღვანელობით კამერუნის ნაკრებს მიეცა დავალება,ეთამაშათ უხეშობის ზღვარზე.გასათვალისწინებელია,რომ არა უხეშად,არამედ უხეშობის ზღვარზე,რადგან ამით ისინი ერთგვარად დაგვეშინებინა.შედეგი კი არა მარტო ჩემთვის,არამედ მსოფლიოსათვის წარმოუდგენელი და გამაოგნებელი დაფიქსირდა.კამერუნის ნაკრებმა 1:0 დაამარცხა არგენტინის ნაკრები.
5. მე ვერასოდეს გავუგებ იმ ადამიანებს,რომლებიც ამბობენ,რომ მოტივაცია არ აქვთ. (ავტორი ფგენია.ჯი)