მარია როსა ლიდა დე მაკლიელი
მარია როსა ლიდა დე მაკლიელი - დაიბადა 1910 წლის 7 ნოემბერს,არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში,ებრაული წარმომავლობის მქონე ოჯახში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ დიდებულ არგენტინელ ფილოლოგს,ესპანისტსა და ანტიკური ხანის ბრწყინვალე სპეციალისტს.მისი ოჯახი თავდაპირველად ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში ცხოვრობდა,თუმცა მათ არგენტინაში ამჯობინეს ცხოვრება და მალევე არგენტინაში გადავიდნენ კიდეც საცხოვრებლად. (ავტორი გენია.ჯი) მარია როსა ლიდა დე მაკლიელმა 1927 წელს,ბრწყინვალედ დაასრულა გოგონების ლიცეუმი,რის შემდეგაც სწავლა განაგრძო,არგენტინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ “ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში”,ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტებზე.უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდგომ მუშაობა დაიწყო ფილოლოგიის ინსტიტუტში,სადაც მისი უშუალო ხელმძღვანელი გახლდათ,დიდი ესპანური წარმომავლობის მქონე არგენტინელი ფილოლოგ-ესპანისტი – ამადო ალონსო.აღნიშნულ ინსტიტუტში მარია სტუდენტებს შეასწავლიდა ლათინურ და ბერძნულ ენებს.ცოტა ხანში (1947 წელს) მარიამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია,ცნობილი ესპანელი პოეტ-ალეგორიკის ხუან დე მენას შემოქმედებაზე.არგენტინაში მომხდარი პოლიტიკური სიტუაციების გამო,იგი იძულებული ხდება ქვეყანა დატოვოს და გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში.ამერიკაში ჩასვლის შემდეგ მარია ქორწინდება იაკობ მალკიელზე,რომელიც ასევე ფილოლოგი გახლდათ.ამავე დროს მარია ლექციებს ატარებდა ისეთ დიდებულ უნივესიტეტებსა და სასწავლებლებში როგორებიც იყო – ჰარვარდი,კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბიორკლი),ილინოისის უნივერსიტეტი,ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტი და სტენფორდის უნივერსიტეტი.სწორედ მარიამ თარგმნა გენიალური ჰეროდოტეს საქვეყნოდ ცნობილი ნაწარმოები “ისტორია” 1949 წელს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მან 15 წლის მანძილზე იმუშავა,ცნობილი ესპანელი მწერლის – დერნანდო დე როხასის,დრამატული ნოველის მონოგრაფიაზე,სახელწოდებით “სელესტინა”.აღნიშნული მონოგრაფია კი მისი გარდაცვალების შემდგომ იქნა გამოქვეყნებული.მარია როსა ლიდა დე მაკლიელი გარდაიცვალა 1962 წლის 25 ნოემბერს,ოკლენდში (ამერიკა) კიბოს შედეგად.