“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. „ბევრი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა საკუთარ ცხოვრებაში პირისპირ შევხვდი უმთავრეს მტერს და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩემთვის, იგი – საკუთარი მე აღმოჩნდა”.

* * *

2. „რატომ უნდა იმართლო თავი, მაშინ, როდესაც ეს შენი მეგობრებისათვის არაფერს ცვლის, ხოლო მტრებისთვის მაინც დაუჯერებელია”.

* * *

3. „ხელოვნების უმთავრესი მტერი, სახელად – უმეცრებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

4. „შესაძლებელია შეცვალო ტრაექტორია, თუმცა არ შეიძლება შეცვალო გეზი”.

* * *

5. „თუ კი დავიწყებთ ადამიანების განსჯას, მათ შესაყვარებლად დრო აღარ დაგვრჩება”.

* * *

6. „თუ კი ცხოვრებაში არავისი არაფერი გმართებს, უნდა მიიჩნიო, რომ არც არავის არაფერში ჭირდები”.

* * *

7. „უმჯობესია საკუთარი თავი მოვატყუოთ, ვიდრე სხვები მოგვატყუებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

8. „იდეალისტები ვერასოდეს იღებენ იმას, რაზეც ოცნებობენ”.

* * *

9. „ის, ვისიც ეშინია ბევრ ადამიანს, უნდა იცოდეს, რომ მასაც უნდა ეშინოდეს ბევრის”.

* * *

10. „იმის ნაცვლად, რომ ავაგოთ ხიდები – ვაგებთ კედლებს”.