ბარაკ ჰუსეინ ობამა – ნელსონ მანდელას შესახებ…
“ისევე,როგორც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობამ,ნელსონ მანდელა მეც შორიდან გავიცანი – იმ დროს,როდესაც ის რობენ აილენდის ციხეში იჯდა.ძალიან ბევრი ჩვენგანისათვის ის უფრო მეტი იყო,ვიდრე უბრალოდ ადამიანი.ის იყო სამართლიანობისათვის,თანასწორობისათვის და ღირსებისათვის ბრძოლის სიმბოლო სამხრეთ აფრიკასა და მთელ მსოფლიოში.მის მიერ გაღებული მსხვერპლი იმდენად დიდი იყო,რომ მისმა მაგალითმა სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს კაცობრიობის პროგრესისთვის ბრძოლა შთააგონა.
მეც გადავწყვიტე ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა ამ ბრძოლაში.პოლიტიკური აქტივობა პირველად ჯერ კიდევ მაშინ გამოვიჩინე,როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი.მაშინ მე სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის დასრულებისთვის ბრძოლის კამპანიას შევუერთდი.ვერც ერთი ის დაბრკოლება,რომელიც მე მხვდებოდა ცხოვრებაში,ვერ შეედრებოდა იმას,რასაც აპარტეიდის მსხვერპლნი ყოველდღიურად აწყდებოდნენ, და ვერც კი წარმომედგინა,რამხელა გამბედაობა უნდოდა მანდელას,რომ ამდენი წლის განმავლობაში მჯდარიყო ციხის საკანში. (ავტორი გენია.ჯი) მისმა მაგალითმა მე თვალები ამიხილა და დამანახა,რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის,რომ ქვეყანაზე სამართლიანობამ იზეიმოს.თავისი ცხოვრებითა და არჩევნით მანდელამ ყველას დაგვანახა,რომ ჩვენ არა ვართ ვალდებული შევეგუოთ ისეთ სამყაროს,რომელიც ჩვენს გარშემოა და ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი იმაში,რომ მსოფლიო ისეთი გახდეს,როგორიც ჩვენ გვსურს.
წლების განმავლობასი,აღტაცებითა და მოწიწებით ვუცქერდი მანდელას და აღფრთოვანებული ვიყავი იმით,რომ მისი ცხოვრება თანასწორობისა და სამართლიანობისათვის გაწეული მრავალრიცხოვანი მსხვერპლით იყო სავსე.მისი ცხოვრების ისტორია სრულიად განსხვავდება იმ ცინიკურობისა და უიმედობისაგან,რაც ამ ქვეყანაზე ხშირად გვხვდება.პატიმარი თავისუფალ ადამიანად იქცა; პარტიის ლიდერი იქცა პრეზიდენტად,რომელმაც დემოკრატიას და განვითარებას შეუწყო ხელი.ახლა უკვე თავისი კაბინეტიდან მანდელა აგრძელებს მუშაობას თანასწორობისათვის,მეტი შესაძლებლობებისა და ადამიანური ღირსებისათვის.მან იმდენი გააკეთა თავისი ქვეყნისა და მსოფლიოს შესაცვლელად,რომ უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის ისტორია მის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია.მე ვცდილობდი ლეგენდა,რომელმაც ისტორია შეცვალა ჩვეულებრივ ადამიანად წარმომედგინა – ადამიანად,რომელმაც ამ ცვლილებისათვის ამდენი რამ გააკეთა.თავისი სრული პორტრეტის წარმოდგენასთან ერთად მანდელა იმასაც გვეუბნება,რომ ის არ იყო სრულყოფილი ადამიანი.ისევე,როგორც ყველა ჩვენგანს,მასაც ჰქონდა ნაკლი.მაგრამ სწორედ ეს ხდება თითოეული ჩვენგანისათვის შთაგონების წყარო,რადგან თუ საკუთარ თავთან გულწრფელი ვიქნებით,მივხვდებით,რომ ცხოვრებაში მძიმე ბრძოლების გადატანა გვიხდება,იქნება ეს პოლიტიკური თუ პირადი ხასიათის,იმისათვის,რომ შიში და ეჭვი გადავლახოთ; გავაგრძელოთ შრომა,მიუხედავად იმისა,რომ საბოლოო მიზანი გაურკვეველია; ვაპატიოთ სხვებს და მეტი მოვთხოვოთ საკუთარ თავს.
სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ამირჩევდნენ,ნელსონ მანდელასთან შეხვედრის უდიდესი პატივი მხვდა წილად და მას შემდეგ,რაც თეთრ სახლში ვარ,მასთან ხშირად მისაუბრია.ეს საუბრები,როგორც წესი,მოკლეა,რადგან ის უკვე ხანდაზმული ადამიანია,მე კი ძალზე გადატვირთული განრიგი მაქვს.მიუხედავად ამისა,არის მომენტები,როდესაც ამ ადამიანის თავაზიანობა,სიბრძნე და სულგრძელობა ტელეფონის ყურმილშიც კი იგრძნობა. (ავტორი გენია.ჯი) ასეთ დროს მე მახსენდება,რომ იმ საოცარი ისტორიის მიღმა,რომელიც ამ ადამიანმა შექმნა,დგას ჩვეულებრივი პიროვნება,რომელმაც შიში დაძლია და იმედი აირჩია.ეს ადამიანი უკვე დიდი ხანია ლეგენდად იქცა,თუმცა როდესაც მის ცხოვრებას გაეცნობი,მის მიმართ კიდევ უფრო დიდი პატივისცემის გრძნობა გიჩნდება”.