ფიოდორ რეშეტნიკოვი – “კვლავ ორიანი”
“კვლავ ორიანი” - წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს,რუსი მხატვრისა და სოციალისტური რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ფიოდორ რეშეტნიკოვისა (1906-1988 წლები).მხატვარმა სურათი 1951 წელს მოსკოვში,ტილოზე ზეთის საღებავით დახატა და სურათის სიმაღლე შეადგენს 101 სანტიმეტრს,ხოლო სიგანე 93 სანტიმეტრს.ტილოზე გამოსახულია ოჯახი,რომელიც ხვდება ვაჟს,რომელმაც სკოლიდან სახლში ყველაზე დაბალი შეფასება – ორიანი მიიტანა.ოჯახისა და თავად ბავშვის რეალისტური განწყობილება მხატვარმა,მართლაც დიდებულად გადმოგვცა. (ავტორი გენია.ჯი) აქვეა აღბეჭდილი ძაღლის გამოსახულება,რომელიც ბავშვს სხვებისაგან განსხვავებით სიხარულით ეგებება,რაც ერთგვარად გამოსახავს ძაღლის მიერ ბიჭუნას სიყვარულს.რადგან სურათი ასე დიდებულად გადმოსცემდა რეალისტურ სიუჟეტს,იგი შეტანილ იქნა იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის სასკოლო პროგრამაში,როგორც მაგალითი საყოფაცხოვრებო ჟანრის სახვითი ხელოვნებისა და სწორედ ამიტომ იყო,რომ ფიოდორ რეშეტნიკოვის შესანიშნავი ტილო,სახელწოდებით “კვლავ ორიანი”-ს ასლები,საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა სკოლაში იყო გამოფენილი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული სურათის სიუჟეტის მიხედვით და ამავე სახელწოდებით გადაღებულ იქნა საბავშვო-იუმორისრული ჟურნალის “ერალაშის” 124-ე სერია.დღესდღეობით ტილო დაცულია,მოსკოვში მდებარე მსოფლიოში ცნობილ “ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში” და დღემდე იწვევს მოწონებას დამთვალიერებელში.