“მოგოშოაია”
“მოგოშოაია” - ინგლისურ ენაზე “Mogoshoaia Palace”,წარმოადგენს ულამაზეს კომპლექს სასახლისა და პარკის ერთობლივი სინთეზით.იგი აგებულ იქნა ვლახეთის დიადი ლოგოთეტის (სახელწოდება,უმაღლესი სამოქალაქო და ეკლესიური მოვალეოების მქონე ადამიანებისა ბიზანტიასა და სხვა რიგ აღმოსავლურ ქვეყნებში) – კონსტანტინ ბრინკოვიანუს (1654-1714 წლები) მიერ,რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტიდან ათი კილომეტრის მოშორებით.აღნიშნული სასახლისა და პარკის მშენებლობა 1698 წელს დაიწყო და საბოლოო სახე 1702 წელს მიიღო.იგი წარმოადგენს,რუმინეთსა და ევროპაში ცნობილი “ბრინკოვიანული სტილით” ნაგებ კომპლექსს,რომელიც ასევე შეიცავს ვენეციურ,დალმატიანურსა და ოსმანურ რემინინსენციებს.სახელწოდება “მოგოშოაია”,მას ეწოდა სასახლის მფლობელის – კონსტანტინ ბრინკოვიანუს მეუღლის საპატივცემულოდ,რომელიც სასახლეში მისი გარდაცვალების შემდგომაც ცხოვრობდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მისი გარდაცვალების შემდგომ,1920 წელს სასახლის მეპატრონე ხდება,გამოჩენილი ფრანგული წარმომავლობის მქონე,რუმინელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალი – მარტა ბიბესკუ (1886-1973 წლები),რომელმაც ამ ულამაზეს კომპლექსში,საკუთარი ლიტერატურული სალონი და ამ მოვლენით მან სასახლე,ერთგვარ “ინტელექტუალთა თავშესაყრად” აქცია.გარდა ამისა,საკუთარი ფინანსებით რესტავრირება გაუკეთა ყველა იმ ძველ შენობა ნაგებობებს კომპელქსისა,რომელთათვისაც აუცილებელი იყო რესტავრირება. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით “მოგოშოიას” სასახლისა და პარკის ტერიტორიაზე აგებულია მოქმედი ტაძარი და იგი სახელმწიფოს კუთვნილებაშია.იქვეა დაკრძალული ბიბესკუს სათავადაზნაურო ოჯახის წევრები,მათ შორის მარტა ბიბესკუ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “მოგოშოაიას” არა მარტო ადგილობრივებში აქვს პოპულარობა მოპოვებული,არამედ ტურისტებისათვისაც ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენს რუმინეთში.