“დიონისეს ყური”

“დიონისეს ყური” - იტალიურ ენაზე “Orecchio di Dionisio”,წარმოადგენს უზარმაზარ ხელოვნურ გამოქვაბულს კლდეში,რომელიც თავის მხრივ ნაწილია სიცილიის ცნობილი ქვის სამტეხლოებისა.ცნობილია ისიც,რომ სირაკუზა წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ ბერძნულ კოლონიას,კუნძულ სიცილიაზე.”დიონისეს ყური” მართლაც ძალიან ჩამოჰგავს ადამიანის ერთ-ერთი ორგანოს – ყურის ფორმას,რისთვისაც მას სახელიც შესაბამისი უწოდეს.თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც,რომელიც კიდევ უფრო ამყარებს მის სახელწოდებას.აღნიშნული გამოქვაბულის სიგრძე 25 მეტრია,ხოლო სიგანით 75 მეტრი.ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნეში,სირაკუზის მეფე გახლდათ,სისასტიკითა და ეჭვიანობით სახელგანთქმული მეფე – დიონისე. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მისი მმართველობის ეპოქაში იქნა ბრძანება გაცემული,ხელოვნური გამოქვაბულის დამზადებისა.ხელოვნური გამოქვაბულის დამზადებაზე მუშაობას ასეულობით მონა ემსხვერპლა,რაც არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურა (გამოქვაბულში აღმოჩენილ იქნა უამრავი ნეშტი გარდაცვლილი ადამიანებისა).აქვე,გამოქვაბულში მოგვიანებით აგებულ იქნა ტაძარი,რომელიც მიძღვნილი გახლდათ მხიარულების ღმერთისადმი.გამოქვაბულის შიდა ინტერიერი და ზოგადად გამოქვაბული,ხელით არის გაკეთებული და მოპირკეთებული.”დიონისეს ყურის” გამოქვაბულის შესახებ არსებობს ლეგენდა,რომლის თანახმადაც დიონისემ ბრძანა ხელოვნური გამოქვაბულის გაკეთება,სადაც უნდა გაეხსნათ ციხე. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,გამოქვაბული შეიცავს ექოს,რაც საშუალებას აძლევდა ციხის ზედამხედველებს,ტუსაღების ნალაპარაკევის მოსმენისა და შემდეგ მეფისათვის მოხსენებისა.სახელწოდება “დიონისეს ყური” გამოქვაბულს,თავდაპიველად გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა – მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯომ (1573-1610 წლები),სირაკუზში სტუმრობისას,1608 წელს უწოდა.დღესდღეობით “დიონისეს ყური” კუნძულ სიცილიის ერთ-ერთი ღისრშესანიშნაობაა და მას უამრავი ტურისტი სტუმრობს.