იცით თუ არა,რომ
1. ამერიკის შეერთებული შტატების,რიგით მე-13 პრეზიდენტმა – მილარდ ფილმორმა (1800-1874 წლები),უარი განაცხადა მიეღო პროფესორის მანტია (პროფესორის ხარისხი) ოქსფორდის უნივერსიტეტისა.აღნიშნული ფაქტის შესახებ მან განაცხადა,რომ არ იმსახურებდა ესოდენ დიდ პატივს,ოქსფორდის უნივერსიტეტისაგან,რადგან ცხოვრებაში მას არასოდეს, არაფერი ჰქონდა გაკეთებული მეცნიერებისათვის.
2. მწერები დედამიწაზე პირველი ცოცხალი არსებები არიან,რომლებიც სამყაროში 400 000 000 წლის წინათ გაჩნდნენ.მას შემდეგ მათ 5 მასიური ბუნებრივი კატაკლიზმები გადაიტანეს და აღმოჩნდნენ ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანები,ვიდრე ნებისმიერი დინოზავრი.
3. როგორც ცნობილია,ანტიკური ხანის გენიალური მედიკოსი და “მედიცინის მამად” წოდებული ჰიპოკრატე,თაფლს არა მარტო სამკურნალო საშუალებად გამოიყენებდა პაციენტებისათვის,არამედ მისი დიდი მოყვარულიც გახლდათ და სისტემატურად იკვებებოდა ამ პროდუქტით.პითაგორას,არისტოტელესა და სხვა ანტიკური ხანის გენიოსების მოსაზრებით – თაფლი,მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ადამიანს,სიცოცხლის გახანგრძლივებაში.ამის დასატასტურებლად ალბათ,”თაფლის მოყვარული” დემოკრიტე (იცოცხლა 107 წელი) და ჰიპოკრატე (იცოცხლა 109 წელი) საკმარისი იქნება.
4. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-8 პრეზიდენტმა – მარტივნ ვან ბურენმა (1781-1862 წლები),საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდგომ დაწერა,საკმაოდ საინტერესო მემუარები.თუმცა ამ მემუარებში არც ერთხელ არ მოუხსენებია საკუთარი გარდაცვლილი მეუღლე. (ავტორი გენია.ჯი)
5. ამერიკის ლეგენდარული,რიგით მე-16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი,ყოველთვის ატარებდა მაღალ შავ ცილინდრს.ცილინდრის შიდა მხარეზე კი გაკეტებული იყო სპეციალური მცირე ზომის “სათავსო”,რომელშიც ინახავდა განსაკუთრებული მნიშვნელობის წერილებს,ფინანსურ დოკუმენტებს,კანონპროექტებსა და შენიშვნებს.
6. პრეპარატი “პარაცეტამოლი” სპეციალისტების მიერ ერთ-ერთ ყველაზე შხამიან სამედიცინო პრეპარატადაა მიჩნეული,თანამედროვე ფარმაცევტულ ბაზარზე.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ევროპული ქვეყნების აფთიაქებში მისი გაყიდვა კანონით არის აკრძალული.
7. ტაილანდის ეროვნული ჰიმნი,რუსი კომპოზიტორის პეტრე შუროვსკის მიერ არის დაწერილი 1902 წელს.
8. ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში,როდესაც იაპონელებმა უფრო მეტი პური მიირთვეს და არა ბრინჯი,დაფიქსირდა 1995 წელს. (ავტორი გენია.ჯი)
9. დისციპლინა,რომელიც კოცნის ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიურ ფუნდამენტურ მახასიეთებლებს შეისწავლის – ფილემატოლოგია ეწოდება.
10. ყველაზე დიდი მათემატიკური ციფრი,რომელსაც სახელწოდება გააჩნია,გახლავთ – ცენტილიონი და იგი სულ 600 ნულისაგან შედგება.პირველად აღნიშნული ციფრი გამოყენებულ იქნა 1852 წელს.