“სათვალეები” – (ეპიზოდები)
“სათვალე” - წარმოადგენს მხედველობის კორექციის,მზისგან დაცვისა და სხვა რაიმე გამოსხივებისაგან დამცავ ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას.სათვალის მასიური გამოყენება სათავეს მე-XII საუკუნიდან იღებს.თუმცა მისი გამოყენება ადრეულ ეპოქებში არაერთ ცნობილ ისტორიულ პიროვნებასა თუ სწავლულს დასჭირდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ უდიდესი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე – იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749-1832 წლები),მიუხედავად იმისა,რომ ახლომხედველი გახლდათ და ხშირად ატარებდა კიდეც სათვალეებს,საჯაროდ სათვალეებით გამოსვლას “პუბლიკისადმი უპატივცემულობად მიიჩნევდა”.აღნიშნულ პოსტში შემოგთავაზებთ,იმ ცნობილი ადამინების ნაწილს,რომელთათვისაც სათვალის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი იყო:
1. რომის ცნობილი დიქტატორი 54-98 წლებში - ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი,იგივე ნერონი,ძალიან უჩიოდა თვალების ტკივილსა და ახლომხედველობას,რის გამოც მისმა პირადმა ექიმებმა,თვალის დასამშვიდებლად მწვანე ფერი ურჩიეს.მას შემდეგ ნერონი ძირითადად და უმეტესად მწვანე ფერის სამოსით დადიოდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა მან თავისი საძინებელი ქრიზოლითით (მინერალი,რომელიც გახლავთ გამჭირვალე სახეობა ოლივინისა და გამოიყენებენ საიუველირო ხელოვნებაში).იმისათვის,რომ გლადიატორთა ბრძოლებისას თვალებისათვის ზიანი არ მიეყენებინა,გლადიატორთა არენა მალაქიტით (კარბონატის კლასის მინერალი,რომელსაც სახელი ფოთლების ფერთან მსგავსების გამო ეწოდა) მოაწყობინა და მათ სისხლისმღვრელ ბრძოლებს მწვანე ფერის,სპეციალურად დამუშავებული ძვირფასი ქვით – ზურმუხტით ადევნებდა თვალს.
2. რომის პაპი 1513-1521 წლებში ლეო-X,რომელიც მეორე ვაჟი გახლდათ ფლორენციის რესპუბლიკის ხელმძღვანელის – ლორენცო მედიჩისა,ახლომხედველობით გამოირჩეოდა.ისტორიულად ცნობილი ფაქტია,რომ მას 10 დიოპტრია გააჩნდა (ლინზებისა და სხვა ღერძსიმეტრული ოპტიკური სისტემების ოპტიკური ძალის ერთეული).ეს კი იმას ნიშნავდა,რომ რომის პაპი ლეო X-ს,ფაქტიურად კარგად ხედვა 10 სანტიმეტრი სიშორეზე შეეძლო და სათვალეები მისთვის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა,თუმცა სახალხოდ არასოდეს ატარებდა მას. (ავტორი გენია.ჯი) ამ დეფექტის გამო,იგი არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი,მისი “კეთილისმსურველებისაგან”.ცნობილი იტალიელი მწერალი და ლეო X-ის ერთ-ერთი კრიტიკოსი – მარიო ეკვიკოლა,საკმაოდ სარკაზმულად და ირონიულად წერდა: “რომის პაპი… სათვალეებს არ ატარებს,რადგან ის საკმაოდ კარგად ხედავს კარდინალ არაგონელისა და ღვთაებრივი ხედვის გამო”.
3. ეგვიპტის ლეგენდარული,მერვე დინასტიის ფარაონი ძვ.წ.აღ-ით 1347-1337 წლებში – ტუტანხამონი,როგორც ისტორიკოსები გვამცნობენ,არა მარტო ტუბერკულოზით იტანჯებოდა (რასაც უკავშირებენ მის გარდაცვალებას კიდეც),არამედ “ახლომხედველობის” პრობლემითაც.აღნიშნულ ფაქტს,კიდევ უფრო ადასტურებს ტუტანხამონის აკლდამის გახსნა,სადაც არქეოლოგებმა ორი,დროისაგან გაბუნდოვანებული მინის ნაჭერი აღმოაჩინეს,რაც მოთავსებული გახლდათ ბრინჯაოს მავთულისაგან გაკეთებულ ბუდეში.
4. ჩინეთის ცნობილი იმპერატორი – იონ ლო,ახლომხედველობის პრობლემით იტანჯებოდა.მისმა ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა და უახლოესმა მეგობარმა,იცოდა რა იმპერატორის პრობლემა,მას საჩუქრად ათი წყვილი ძვირფასი მეტალისაგან დამზადებული სათვალე უსახსოვრა. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის,რომ იმპერატორის ქვეშევრდომებს,მათი ღვთაებრივი იმპერატორის ნაკლი დაეფარათ,ყველამ,ვინც კი სასახლის კარზე მსახურობდა,იონ ლუსადმი თანაგრძნობისა და მხარდაჭერის მიზნით “სათვალეების” ტარება დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი)
5. ცნობილი რუსი მეცნიერი,აკადემიკოსი და “ნობელის პრემიის” ლაურეატი - ივანე პავლოვი (1849-1936 წლები),ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა,რომ “სათვალეების” გარეშე,იგი ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევდა და რომ არა სათვალეები,ძაღლების მიმართ არა მარტო მეცნიერული დასკვნების შედეგებს,არამედ თავად ძაღლებსაც კი ვერ დაინახავდა.