“ლონდონის მათემატიკური საზოგადოება”
“ლონდონის მათემატიკური საზოგადოება” - ინგლისურ ენაზე “The London Mathematical Society”,წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წამყვან მათემატიკურ საზოგადოებას დიდი ბრიტანეთისა.იგი დაარსებულ იქნა 1865 წლის 16 იანვარს და მისი პირველი პრეიდენტი გახლდათ,დიდი შოტლანდიელი მათემატიკოსი და ლოგიკოსი – ოგასტეს დე მორგანი (1806-1871 წლები).პირველი ოფიციალური შეხვედრა “ლონდონის მათემატიკური” საზოგადოებისა,განხორციელდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში,თუმცა მოგვიანებით საზოგადოება დაფუძნდა ბიორლინგტონ-ჰაუსში,რომელიც თავის მხრივ მდებარეობს ლონდონში,პიკადილის ქუჩაზე.მათემატიკური საზოგადოება პირველ რიგში განიხილავდა მათემატიკურ პრობლემებს.მალევე მათ დაარსეს სამეცნიერო ჟურნალი. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით “ლონდონის მათემატიკური საზოგადოება”,გამოსცემს არა მარტო ჟურნალს,არამედ წიგნებს,რომლებიც მოიცავენ მიმართულებას თამანედროვე მათემატიკური მეცნიერებისა.გარდა ამისა აწყობს კონფერენციებს,მათემატიკურ კვლევებს და აჯილდოვებს იმ მათემატიკოსებს,რომლებმაც რაიმე დადებითი წვლილი შეიტანეს ამ მეცნიერების განვითარებაში.იგი გამოსცემს სამი დასახელების ჟურნალს,მათ შორის ერთი ელექტრონული ვერსიის ჟურნალია,სახელწოდებით “Journal of Computation and Mathematics”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მათემატიკური საზოგადოება გასცემს რამდენიმე პრემიას,მათ შორის ყველაზე პოპულარულია ‘დე მორგანის სახელობის პრემია”.”ლონდონის მათემატიკური საზოგადოების” პრეზიდენტები,სხვადასხვა წლებში იყვნენ ისეთი გენიალური მათემატიკოსები,როგორებიც იყვნენ ინგლისელი – ჯეიმზ უიტბრედ ლი გლეიშერი (1884-1886 წლებში) და დიდი ინგლისელი ასტროფიზიკოსი – ედუარდ არტურ მილნი (1937-1939 წლებში).
“ლონდონის მათემატიკური საზოგადოების” შტაბ-ბინა
“ლონდონის მათემატიკური საზოგადოების” ემბლემა