ენი იზაბელა ნოელ ბლანტი

ენი იზაბელა ნოელ ბლანტი - დაიბადა 1837 წლის 22 სექტემბერს,დიდ ბრიტანეთში.იგი წარმოადგენდა მე-15 ბარონესას ვენტვორტისა და ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ინგლისელ მოგზაურ ქალს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ენი,უდიდესი ინგლისელი პოეტ-რომანტიკოსის ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონის შვილიშვილი იყო.დედა კი ცნობილი ინგლისელი მათემატიკოსი ქალი ავგუსტა ადა კინგი,იგივე გრაფინია ლავლეისი (ჯორჯ ბაირონის ერთადერთი კანონიერი ქალიშვილი) იყო. (ავტორი გენია.ჯი) მოგზაურობისადმი დიდი სიყვარულითა და ინტერესით,პატარაობიდანვე გამოირჩეოდა.1869 წლის 8 ივნისს,ენი ქორწინდება ცნობილ ინგლისელ პოეტსა და მწერალზე – უილფრიდ სკოენ ბლანტზე.მასზე დაქორწინების შემდგომ მეუღლესატნ ერთად იმოგზაურა აღმოსავლეთის ქვეყნებში.მათ შორის იგი იმყოფებოდა მდინარე ევფრატის ულამაზეს ხეობასა და არაბეთში.აღნიშნული მოგზაურობისას იგი მოხიბლული გახლდათ იმ სილამაზით და ტრადიციებით,რომელებსაც გაეცნო.სწორედ აღნიშნული მოწონებიდან გამომდინარე დაწერა ენიმ,თავისი შესანიშნავი ნაწარმოებები,სახელწოდებით – “ევფრატის ბედუინი ტომები” (დაწერილი 1879 წელს) და “ნეჯდის მომლოცველები” (1881 წელს),რომლებიც იმთავითვე იქცა მკითხველისათვის საინტერესო ნაწარმოებებად,რადგან მათში დაწვრილებით იქნა აღწერილი იმ ხალხის ყოფისა და ცხოვრების შესახებ,რომლებიც ევფრატის ხეობასა და არაბეთში სახლობდა. (ავტორი გენია.ჯი) ენი იზაბელა ნოელ ბლანტი გარდაიცვალა 1917 წლის 15 დეკემბერს,80 წლის ასაკში ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში.

 
P.P. სურათზე გამოსახულია,ბედუინის ტანისამოსში გამოწყობილი – ენი იზაბელა ნოელ ბლანტი,თავის უსაყვარლეს ცხენთან – კასიდასთან ერთად.სურათი გადაღებულ იქნა 1900 წელს,უცნობი ფოტოგრაფის მიერ.