“დეონტოლოგიური ეთიკა”
“დეონტოლოგიური ეთიკა” - ინგლისურ ენაზე “Deontological ethics”,ბერძნული წარმომავლობის სიტყვაა და აღნიშნავს – “საჭოროს,აუცილებელს” და “მოძღვრებას”.იგი წარმოადგენს ეთიკის ნაწილს,რომელიც განიხილავს მოვალეობისა და ჯერარსის პრობლემებს.დეონტოლოგია განსაზღვრულ პროფესიულ სფეროებში პირის სავალდებულო ქცევის,ცალსახად განმსაზღვრელი,მორალური ნორმების ერთობლიობაა,რომელთაც გააჩნიათ კონკრეტულ-იმპერატიული ხასიათი.ზოგადი ეთიკის ნორმებისაგან განსხვავებით,აღნიშნული ნორმები არ იძლევა არჩევანის უფლებას.პირველად ტერმინი “დეონტოლოგია”,შემოტანილ იქნა ცნობილი ინგლისელი სოციოლოგისა და პოლიტიკური ლიბერალიზმის თეორიტიკოსის – იერემია ბენტამის (1748-1832 წლები) მიერ. (ავტორი გენია.ჯი) საფუძვლები დეონტოლოგიისა მედიცინაში,შემოტანილ იქნა ცნობილი რუსი ონკოლოგის – ნიკოლოზ პეროვის მიერ.დეონტოლოგია უდიდესი დანიშნულების გახდა სამედიცინო ეთიკაში და იგი ერთგავ ნორმად ჩამოყალიბდა ექიმის მოქმედებებისა კოლეგების და პაციენტების მიმართ.უმთავრესი საკითხები სამედიცინო დეონტოლოგიისა,გახლავთ ევთანაზია და პაციენტის გარდაცვალება. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ზემოთ აღნიშნული დეონტოლოგიური ეთიკებისა,ასევე არსებობს “იურიდიული დეონტოლოგია”,რომელიც წარმოადგენს ერგვარ მეცნიერებას,რომელიც შეისწავლის საკითხებს მორალისა და ეთიკისა – იურისპოდენციაში.