მარია სპარტალი სტილმანი – “სიყვარულის დესპანი”

“სიყვარულის დესპანი” - ინგლისურ ენაზე “Love’s Messenger”,წარმოადგენს 1885 წელს,აკვარელით შესრულებულ ბრწყინვალე ტილოს,დიდი ბერძნული წამომავლობის მქონე ბრიტანელი მხატვარ-პრერაფაელისტის - მარია სპარტალი სტილმანისა (1844-1927 წლები).სურათის სიმაღლე 81,3 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 66 სანტიმეტრს შეადგენს.ტილოზე გამოსახულია ახალგაზრდა ქალი,რომელსაც ხელთ უპყრია საქარგავი და წერილი. (ავტორი გენია.ჯი) იქვე გამოსახულია მტრედის ფიგურა,რომელმაც ქალს ის სასიყვარულო წერილი მიუტანა,რომელიც სურათზეა გამოსახული.აღნიშნული ტილო მხატვარმა,შექმნა ადრეული ხანის პრერაფაელისტი მხატვრებისა და იტალიური აღორძინების ეპოქის მხატვართა შემოქმედების ზეგავლენით.სურათზე გამოსახული ტრადიციული სიმბოლოები – მტრედის,ვარდის და კუპიდონის,ერთგავრი სიმბოლოა სიყვარულის გრძნობისა.1906 წელს მარიამ აღნიშნა,რომ ის ულამაზესი პეიზაჟი,რომლის ფონზეც არის ტილო შექმნილი,დახატა ვილა ბორგეზეზე.ხოლო თავად ტილოზე გამოსხული ოთახი დახატა,ცნობილი პრერაფაელისტი მხატვრის ედუარდ ბიორნ-ჯონსის ფულემში მდებარე სახლის,ერთ-ერთი ოთახის მიხედვით.1885 წელს სურათი წარმოდგენილ იქნა ლონდონში მდებარე “გროსვენორის გალერეაში.ტილომ იმთავითვე დიდი მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსებსა და მნახველებში.ამიტომ სურათი “სიყვარულის დესპანი” კრიტკოსებმა მარია სპარტალი სტილმანის,ყველაზე საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნიეს. (ავტორი გენია.ჯი) 1901 წელს ტილო,100 გირვანქა სტერლინგად შეისყიდა სემუელ ბენკროფტმა (უმცროსი),რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციონერი გახლდათ პრერაფაელისტების ნამუშევრებისა.მოგვიანებით კი აღნიშნული ტილო სემუელმა საჩუქრად გადასცა დელავერის ხელოვნების მუზეუმს,სადაც დღემდე არის იგი დაცული. (ავტორი გენია.ჯი)