მსოფლიო ენების შესახებ…
სპეციალისტების ვარაუდით, დედამიწაზე სულ 2500-დან 7000-მდე ენაა გავრცელებული. თუმცა აქვე გამოსაყოფია ის ფაქტი, რომ ეს ციფრები მხოლოდ ვარაუდია, რადგან ზუსტი რაოდენობა დღემდე ვერავინ დაადგინა.თანამედროვე სამყაროში „მსოფლიო ენებად” (საერთაშორისო ენებად) მიჩნეულია: ინგლისური, ფრანგული, არაბული, გერმანული, პორტუგალიური და რუსული ენები. გარდა ამ ენებისა, მსოფლიოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი საუბრობს ჩინურ, ჰინდისა და ურდუს ენებზე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ პოსტში შემოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებულ და ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ მყოფ ენებს დედამიწაზე. მსოფლიოს ყველზე პოპულარულ და ფართოდ გავრცელებულ ენებზე დღესდღეობით შემდეგი რაოდენობა საუბრობს ადამიანებისა:
1. ჩინური (მანდარინი) – 1 705 000 000 ადამიანი.
2. ჰინდი – 600 000 000 ადამიანი.
3. ინგლისური – 514 000,000 ადამიანი.
4. ესპანური – 425 000 000 ადამიანი.
5. რუსული – 275 000 000 ადამიანი.
6. არაბული – 256 000 000 ადამიანი.
7. ბენგალური – 215 000 000 ადამიანი.
8. პორტუგალიური – 194 000 000 ადამიანი.
9. მალაიურ-ინდონეზიური – 176 000 000 ადამიანი.
10. ფრანგული – 129 000 000 ადამიანი.
1996 წელს ამერიკაში გარდაიცვალა ინდიელთა ერთ-ერთი მოდგმის – სიუს წარმომადგენელი, რომელიც უკანასკნელი ადამიანი იყო, ვინც ფლობდა სიუს ენას. თუმცა სიკვდილამდე მან შეძლო მისი მშობლიური ანბანის დატანა ფურცლებზე, რომლებიც შემდგომ გადატანილ იქნა სმიტსონის ინსტიტუტში. ამ მოქმედებით მან კაცობრიობას შეუნარჩუნა სიუს ენა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მომდევნო ასი წლის მანძილზე ასეულობით ენა იქნება გაქრობის საფრთხის წინაშე. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის, რომ ადამიანებმა შეინარჩუნონ ესა თუ ის ენა, აუცილებელია ამ ენაზე მინიმუმ 100 000 ადამიანი მეტყველებდეს. დღესდღეობით, როგორც ცნობილია, გაქრობის წინაშე 400 ენა დგას. პაპუა-ახალ გვინეაში 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც 800 ადგილობრივ ენაზე საუბრობენ. რაც აღსანიშნავი ფაქტია, არის ის, რომ 800 სალაპარაკო ენიდან არც ერთზე არ საუბრობს 100 000 ადამიანიც კი, რაც ფაქტობრივად, გაქრობას უქადის მათ ენებს. ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ მყოფ ენებად მიჩნეული არიან:
1. ბიკია – აღნიშნული ენა ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ მყოფი ენაა, რადგან მასზე მხოლოდ ერთადერთი 87 წლის ქალი საუბრობს, რომელიც კამერუნისა და ნიგერიის მოსაზღვრე სოფელში ცხოვრობს.
2. სუსუამი – მხოლოდ ორად ორი ოჯახი საუბრობს მოროვიის პროვინციაში.
3. ლივონური ენა – ევროპის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველ ენადაა მიჩნეული, რადგან მასზე მხოლოდ 200 ადამიანი საუბრობს ლატვიაში.
4. ესტონური ენა – ესტონურ ენას საფრთხე იმის გამო შეექმნა, რომ ამ ქვეყნის მაცხოვრებელი ახალგაზრდები ინგლისური ენის მიმართ უფრო დიდ ინტერეს ავლენენ, ვიდრე მსობლიური ენის მიმართ. აღნიშნულმა გარემოებამ კი, ესტონური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა.
5. ოუნი – ამ ენაზე, რომელსაც „დასავლურ სეპიკადაც მოიხსენიებენ, დღესდღეობით მხოლოდ 384 ადამიანი საუბრობს.
6. ლილაუ – ამ ენაზე სულ 450 ადამიანი ლაპარაკობს.
7. კანდასე – აღნიშნულ ენაზე ირლანდიაში 480 ადამიანი საუბრობს.
8. ალფენდიო – ასევე მოიხსენიებენ, როგორც „აღმოსავლური სეპიკი”. მასზე დღეს 633 ადამიანი საუბრობს.
9. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაში – ინდოეთში, არ არსებობს ისეთი ენა, რომელიც დომინირებადია. შესაბამისად, ამ ქვეყანაში მრავალი ენაა გავრცელებული. მათგან გაქრობის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე შემდეგი ენები დგანან: მარატი (მაჰარაშტრას შტატი), ორიია (ორისას შტატი), ტელუგუ (ანდჰრა პრადეშის შტატი) და ტამილური (ტამილ ნადუ).
10. აზიურ სახელმწიფო ტაილანდში – გაქრობის წინაშე მყოფ ენებად მიჩნეულია: ლაო, კამუანგი და პაკტაური ენები.