“გიბსონის გოგონები”
“გიბსონის გოგონები” - ინგლისურ ენაზე “Gibson Girl”,წარმოადგენდნენ ქალური სილამაზის იდეალს,რომელსაც ჰქმნიდა გამოჩენილი ამერიკელი მხატვარი და ილუსტრატორი – ჩარლზ დანა გიბსონი (1867-1944 წლები),XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში.შესაძლებელია,რომ “გიბსონის გოგონები” მიჩნეულ იქნენ პირველ ეროვნულ სტანდატრებად ქალური სილამაზისა.ისინი იმ პერიოდში ძალიან პოლულარულები იყვნენ და ეს პოპულარობა ოცი წლის მანძილზე არ დაუკარგავთ.ამერიკაში ფართოდ იყვნენ რეკლამირებული და თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდებოდა “გიბსონის გოგონების” გამოსახულებიანი სუვენირები და მათი სახელწოდების კერძიც კი შეიქმნა. (ავტორი გენია.ჯი) ჩარლზ დანა გიბსონი ქმნიდა ცნობილი ქალბატონების პორტრეტებს და მისი მოდელები მალევე იქცნენ,იმ პერიოდის “ქალური სილამაზის ეტალონებად”"გიბსონის გოგონებს” გამოარჩევდა საფირმო “ბზიკისებრი წელი”… რაც არა მხოლოდ ბუნების,არამედ კორსეტის ბრალიც იყო.აქვე ცნობილია ისიც,რომ გიბსონი თავის მოდელებს ხატავდა არა მარტო მოდურად ჩაცმულს,არამედ შედარებით ღია ტანისამოსითაც.გიბსონისათვის პოზირებდა მრავალი მანდილოსანი,მათ შორის ჩარლზ დანა გიბსონის მეუღლე – ელენ ლენგჰორნი,მისი ღვიძლი და – ნენსი ასტორი და საყოველთაოთ ცნობილი ამერიკელი ქალი – ნენსი ეველინი,რომელმაც თავი იმ პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი სკანდალით დაგვამახსოვრა.თუმცა გიბსონის ყველაზე ცნობილ მოდელად,დღემდე მიჩნეულია ბელგიური წარმომავლობის მქონე ამერიკელი მსახიობი ქალი – კამილ კლიფორდი.ჩარლზ დანა გიბსონი,თავის “გიბსონის გოგონებთან” ერთად ძმერიკაში ერთობ პოპულარული იყო და მის ამგვარ ხელოვნებას,მალევე მიბაძეს სხვა ხელოვანებმაც. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად ისეთებმა,როგორებიც იყვნენ – ჰოვარდ ჩენდლერ კრისტი,ჰერი ჯორჯ პიტერი და სხვები.”გიბსონის გოგონები” მოდიდან პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისათვის გადავიდნენ.რადგან მანდილოსნებმა კონსერვატიულ ჩაცმულობას,თანამედროვე მოდის ტენდეციები ამჯობინეს და უფრო პრაქტიკული ტანისამოსით იწყეს შემოსვა.მიუხედავად ამისა “გიბსონის გოგონებმა” უდიდესი წვლილი დაიდეს არა მარტო მოდის განვითარებაში,არამედ სრულიად ახალი “ქალური სილამაზის ეტალონის” დამკვიდრებაშიც.