გერმან პეტერსი – “ისწავლო,გვიანი არასოდეს არის!”
“ისწავლო,გვიანი არასოდეს არის!”ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ალბათ ბოლივიელი - გერმან პეტერსის მიერ 90 წლის ასაკში აღებული,ბოლივიის უნივერსიტეტის დიპლომიც დაგვარწმუნებს.გერმან პეტერსი დაიბადა 1918 წელს,ბოლივიის ქალაქ ორუროში.მას ჰყავს 5 შვილი,14 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი.მიუხედავად ამისა,გერმანმა საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში გადაწყვიტა მიეღო უმაღლესი განათლება,რაც წარმატებით განახორციელა მაშინ,როდესაც იგი ბოლივიის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.თავისი სადიპლომო ნამუშევარი კი მიუძღვნა ბოლივიაში 1952 წელს განვითარებულ რევოლუციას,რომელშიც თავადცაც ერთ-ერთი აქტიური მონაწილეობა მიიღო.როგორც გერმან პეტერსის ერთ-ერთი ლექტორი აღნიშნავს,ისეთი სტუდენტის,როგორიც გერმან პეტერსია,ნიშნებით არ უნდა შეფასდეს და მას აუცილებლად ეკუთვნის პრემია “სწავლისადმი განუზომელი სიყვარულისთვის”. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ პოლიტოლოგიის უმაღლესი კურსის სრული გავლისა და დიპლომის აღების შემდგომ,იგი ჩაირიცხა “სპორტის ფაკულტეტზე”.აქვე ცნობილია მისი ბიოგრაფიიდან ის გარემოებაც,რომ გერმან პეტერსი ბოლივიის რევოლუციისას – “ეროვნულ რევოლუციური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.ხოლო,ბოლივიაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ,თავისი მშობლიური ქალაქის მერის პოსტი დაიკავა,თუმცა მცირე ხნით.მერის პოსტის დატოვების შემდგომ კი ბოლივიის ოლიმპიურ კომიტეტსაც ხელმძღვანელობდა. (ავტორი გენია.ჯი) გერმან პეტერსმა დიპლომის აღებისა და სპორტის ფაკულტეტზე ჩაბარების შემდგომ,კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება მაშინ,როდესაც სწავლის კვლავ გაგრძელება გადაწყვიტა და საბუთები ასპირანტურაზე შეიტანა…
P.S. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გარდა გერმან პეტერსისა,არსებობს ისეთი ხანდაზმული სწავლული,ქალაქ ლიპეცკიდან – მარკ გოლდმანი,რომელმაც უმაღლესი განათლება მოსკოვის “უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში” მიიღო და დიპლომი 70 წლის ასაკში გადაეცა.