იუდით პოლგარი
იუდით პოლგარი - დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში,ებრაული წარმომავლობის მქონე ოჯახში. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ უნგრელ მოჭადრაკესა და გროსმაისტერს (ტიტული, რომელიც ც მას 1991 წელს მიენიჭა).
მას ასევე გააჩნია ორი და – ჟუჟა (ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი ამერიკის სახელით) და სოფია (გროსმაისტერი ქალებს შორის). დაწყებითი განათლება სამივე დამ ოჯახში მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებული ყურადღება განათლებაზე მათ დედას, პროფესიით პედაგოგს – კლარა პოლგარს ეჭირა. რაც შეეხება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ თამაშს ჭადრაკს, მისი შესწავლა შვილებისათვის პატარაობიდანვე მათმა მამამ, პროფესიით ფსიქოლოგმა და პედაგოგმა – პასლო პოლგარმა დაიწყო. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შედეგად, სამივე და პოლგარი მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე ქალებად იქცნენ შემდგომში; ჟუჟა პოლგარი ამრიკის სახელით გახდა გროსმაისტერი, სოფია პოლგარი საერთაშორისო ოსტატია ისრაელის, თუმცა სამივე დას შორის ყველაზე დიდი სახელი და აღიარება უმცროსმა დამ იუდით პოლგარმა მოიპოვა .„გროსმაისტერის” ტიტული მან 15 წლის 4 თვისა და 28 დღის ასაკში მოიპოვა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქალთა შორის იგი ყველაზე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელსაც „გროსმაისტერის” ტიტული ებოძა. ამ მხრივ მას მამაკაცებშიაც კი (ქალებზე რომ არაფერი ვთქვათ) მხოლოდ გენიალური ამერიკელი მოჭადრაკე – რობერტ ფიშერი უსწრებს, რომელმაც გროსმაისტერის ტიტული (1958 წელს) იუდიტ პოლგარზე ერთი თვის ასაკით ადრე მოიპოვა.
კარიერის დასაწყისში იუდითი სხვებისაგან განსხვავებით მამკაცთა შორის გამართულ საჭადრაკო შეჯიბრებებშიც იღებდა მონაწილეობას. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოვლენით კი მას, ცნობილ მსოფლიოს პირველ რუს ჩემპიონ ქალს – ვერა მენჩიკს ადარებენ. მიუხედავად ამისა, იუდითი ყველასაგან განსხვავებული მოჭადრაკე ქალი გახლავთ მაინც და მისებური პროგრესისათვის არც ერთ მოქმედ თუ არა მოქმედ მოჭადრაკე ქალს არ მიუღწევია დღემდე. 1991 წელს იგი უნგრეთის ჩემპიონი ხდება; 1992 წელს და 1994 წლებში გასტინგისა და მადრიდის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირების გამარჯვებული. გარდა ამისა, იგი გამარჯვებული გახდა 1998, 2001, 2003 წლებში ჰოოგოვენის, 2000 წელს ჯაკარტისა და ვეიკ -ან-ზეეს საჭადრაკო ჩემპიონებისა; 1993 და 2002 წლებში „სწრაფ ჭადრაკში” დაამარცხა ისეთი გენიალური მოჭადრაკები, როგორებიცაა – ანატოლი კარპოვი და გარი კასპაროვი. დიდი ინგლისელი გროსმაისტერი მამაკაცი – ნაიჯელ დეივიდ შორტი, რომელმაც „სწრაფ ჭადრაკში” რამდენჯერმე მოახერხა იუდითის დამარცხება, წერდა: „ის ნამდვილი მკვლელია. თამაშის დასრულებამდე იუდითმა 12 სვლით ადრე იცის უკვე გამოცხადებული მატის შესახებ”.
„ფიდეს” რეიტინგში იუდითს 2011 წელს, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს 51-ე ადგილი ეჭირა. მიუხედავად ამისა, იგი უკვე არა მხოლოდ გროსმაისტერის ტიტულით, არამედ „სუპერგროსმაისტერის” ტიტულითაც სარგებლობს და არ არსებობს საჭადრაკო სამყაროში რაიმე ისეთი სერიოზული ტურნირი, სადაც მას არ იწვევდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
იუდიტ,ჟუჟა და სოფია პოლგარები
P.S. ქართველებს ნამდვილად არ გვიკვირს ის მიღწევები,რაც იუდიტ პოლგარსა და მსოფლიოში ცნობილ სხვა მოჭადრაკე ქალებს აქვთ.მითუმეტეს მაშინ,როდესაც ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ცოცხალი ლეგენდები გენიალური ქართველი მოჭადრაკეები გვყავს სახეზე – ნონა გაფრინდაშვილის,მაია ჩიბურდანიძის,ნანა იოსელიანის და სხვათა სახით. (ავტორი გენია.ჯი)