ნელსონ მანდელა საკუთარი “ავტობიოგრაფიის” შესახებ…
“იმის გაცნობიერება,რომ შენი მოვალეობა შეასრულე და თანამემამულეების იმედები გაამართლე,თავისთავად უძვირფასესი ჯილდო და უდიდესი მიღწევაა.ჩვენი აღთქმის ერთგული ვრჩები: არასოდეს,არც ერთ ვითარებაში არ წამომცდება ისეთი რამ,რაც სხვას დააზარალებს… პრობლემა,რა თქმა უნდა,ის არის,რომ წარმატებული ადამიანები პატივმოყვარეობისკენ არიან მიდრეკილი.ბევრი მათგანის ცხოვრებაში დგება გარკვეული მომენტი,როდესაც ეგოისტობა დასაშვებად მიაჩნიათ და ირგვლივ მყოფი ადამიანების წინაშე თავიანთი წარმატებებით ტრაბახობენ.ც(ავტორი გენია.ჯი) რა საოცარი ევფერემიზმი წარმოშვა საკუთარი თავის ქებისთვის ინგლისურმა ენამ! “ავტობიოგრაფია”…
მასში,ხშირად,სხვების ნაკოლვანებები გამოიყენება იმისათვის,რომ ავტორის წარმატებებსა და ღირსებებს გაესვას ხაზი.ეჭვი მეპარება,ოდესმე დავჯდე და საკუთარი ცხოვრების ჩანახატი გავაკეთო.მე არც განსაკუთრებული მიღწევები მაქვს,რომლებითაც ვიამაყებდი და არც ნიჭი,იმისა,რომ ეს ყველაფერი ქაღალდზე გადავიტანო.ყოველდღიურად რომ ლერწმის სპირტს ვსვამდე,ამის გამბედაობა მაინც არ მეყოფოდა.ზოგჯერ მგონია,რომ ჩემი სახით განგებამ დედამიწას მეორეხარისხოვანი ადამიანის მაგალითი უჩვენა,ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.ვერაფერი მიბიძგებს იმისაკენ,რომ საკუთარ თავს რეკლამა გავუკეთო.მართლაც რომ დავწერო ავტობიოგრაფია,ის მაინც ვერ გამოიცემა მანამ,სანამ საფლავში არ ჩავწვები და ალბათ წამომცდება კიდეც რამდენიმე ისეთი ფრაზა,რომელიც ჩვენს აღთქმას არ შეესაბამება.გარდაცვლილი ადამიანი აღარაფერზე ნერვიულობს, და თუ მის შესახებ როდისმე სრული სიმართლე ამოტივტივდება და წლების განმავლობაში მდუმარედ ყოფნით შექმნილ ჩემივე სახეს ზიანი მიადგება… მე ვარ ადამიანი,რომელსაც ძალიან ბევრ საკითხზე აქვს ზედაპირული წარმოდგენა,მაგრამ არსებობს ერთი თემა,რომლის შესწავლა უკეთესად მმართებდა: ჩემი ქვეყნისა და ხალხის ისტორია”. (ავტორი გენია.ჯი)