“სახელმწიფოები რომელთაც XX საუკუნეში შეწყვიტეს არსებობა”
XX საუკუნეში,მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი პოლიტიკური რყევა მოხდა,რასაც მრავალი სახელმწიფოსა და იმპერიის დაცემა-დაქუცმაცება მოყვა.დღესდღეობით მსოფლიოში 200-ზე მეტი სახელმწიფოა ოფიციალურად რეგისტრირებული.როგორც წესი,ამა თუ იმ ქვეყნის,ან იმპერიის დაცემას,თან სდევს დაცემულის სრული გაქრობა პოლიტიკური რუკიდან,მთელი თავისი სახელმწიფოებრივი სიმბოლოებით: – დროშა,გერბი,ჰიმნი,მთავრობა და სხვა.მე-XX საუკუნეში,მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების,თუ იმპერიების დაცემის 10 ყველაზე ნიშანდობლივი ფაქტი დაფიქსირდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ისტორიულ პროცესს კი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.აღნიშნულ პოსტში შემოგთავაზებთ იმ ხუთ ქვეყანასა და იმპერიას,რომელთაც არსებობა მე-XX საუკუნეში შეწყვიტეს:
“საბჭოთა სოცილისტური რესპუბლიკების კავშირი” (1922-1991 წლები) – რომელსაც სრულიად სამართლიანად უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარულმა პრეზიდენტმა – რონალდ რეიგანმა “ბოროტების იმპერია”.საბჭოთა კავშირი მე-XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი იმპერია გახლდათ მსოფლიოში.გასულ საუკუნეში ფაქტიურად არც ერთი რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა არ დაფიქსირებულა ისე,რომ მასში პირდაპირ თუ ირიბად არ მიეღოს მონაწილეობა “წითელ იმპერიას”.გარეგნული სახით იგი 70 წლის მანძილზე წარმოადგენდა სიმბოლოს სხვადასხვა ხალხთა მეგობრობისა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ვისაც მცირეოდენი ინფორმაცია მაინც აქვს მოპოვებული ამ უდიდესი იმპერიის შესახებ,ყველამ თვალნათლივ იცის თუ რაოდენ დიდ ტერორსა და სისხლზე იდგა იგი.მან გადაიტანა მეორე მსოფლიო ომი,რა დროსაც ერთი უბედურება (ფაშიზმი),მეორე უბედურებამ “კომუნიზზმა” შეცვალა.ამ მოვლენას ევროპის,ლათინური ამერიკის ქვეყნების,აფრიკისა და აზიის უამრავი სახელმწიფოს სოციალისტურ ქვეყნებად ჩამოყალიბება მოყვა.საბჭოთა კავშირი გახლდათ უმთავრესი მოთამაშე “კარიბის კრიზისისა”,რომელსაც შემდგომ “ცივი ომის” ეპოქა ეწოდა.სწორედ საბჭოთა კავშირი იყო ის სახელმწიფო,რომელმაც გერმანია ორ ნაწილად დაჰყო და მთელი ცვილიზებული სამყაროს თვალწინ “ბერლინის კედელი” აღმართა.1989 წელს,ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ,1992 წელს,ამ უზარმაზარმა იმპერიამ საბოლოოდ დაკარგა წონასწორობა და დაეცა.ამ მოვლენებმა კი უდიდესი გეოპოლიტიკური მოვლენები გამოიწვია მსოფლიოში.მის დაცემას 15 სუვერენული სახელმწიფოს,ხელახლა ჩამოყალიბება მოყვა.სამართალმემკვიდრედ კი საბჭოთა კავშირისა,დღემდე რუსეთი მიიჩნევა.
“სიკიმი” (მე-VIII საუკუნე-1975 წელი) – წარმოადგენდა პატარა სახელმწიფოს ჰიმალაის მთებში,თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიაზე,რომლის შესახებ პირველი ცნობები მოგვაწოდა,ცნობილმა ბუდისტმა სწავლულმა,ტიბეტური ბუდიზმის ფუძემდებელმა და გურუმ – პადმასამბაჰვამ მე-VIII საუკუნეში.სიკიმი ასწლეულების მანძილზე განიცდიდა ტიბეტური კულტურისა და რელიგიის ზეგავლენას.ამ ქვეყანამ თვითმყოფადობა 1975 წლამდე შეინარჩუნა. (ავტორი გენია.ჯი) ამ წელს კი თავიანთი სურვილით შეუერთდა,როგორც ერთ-ერთი შტატი მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას ინდოეთს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სიკიმში,მიუხედავად მისი მცირე ზომებისა სახელმწიფო ენად ოფიციალურად 11 სხვადასხვა ენა მიიჩნეოდა.დღესდღეობით სიკიმი ინდოეთის სხვა შტატებისაგან განსხვავებით,ერთ-ერთ ყველაზე მოკრძალებულად დასახლებულ შტატად მიიჩნევა და მასში სულ 607 688 ადამიანი ცხოვრობს.სიკიმის ადმინისტრაციულ ცენტრად ქალაქი განგტოკი მიიჩნევა.
“ოსმალეთის იმპერია” (1299-1922 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ იმპერიას კაცობრიობის ისტორიის მანძილზე.იგი დაიშალა 1922 წლის ნოემბერში,თუმცა დაშლამდე მთელი 600 წლის მანძილზე აზანზარებდა მსოფლიოს.იყო პერიოდი,როდესაც მისი ტერიტორია მაროკოდან სპარსეთის ყურემდე და სუდანიდან უნგრეთამდე იყო გადაჭიმული. (ავტორი გენია.ჯი) მისი დაცემა კი გახლდათ რეზულტატი ხანგრძლივი დეზინტეგრაციის პროცესისა.ფაქტიურად მე-XX საუკუნეში ოსმალეთის იმპერიის “აჩრდილიღა” იყო დარჩენილი.იმპერიია შემდგომ ბედზე კი განსაკუთრებით უარყოფითი შედეგები პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობამ მოუტანა.პირველი მსოფლიო ომის შემდგომ რასფორმირებული იქნა და საბოლოოდ 1922 წელს დაიშალა კიდეც.ამ იმპერიის სამართალმემკვიდრედ კი თურქეთი მიიჩნევა.
“გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა” (1958-1971 წლები) – წარმოადგენდა სუვერენულ გაერთიანებას სირიასა და ეგვიპტეს შორის.იგი დაარსებულ იქნა 1958 წელს და იარსება 1961 წლამდე,სირიის კავშირის დატოვებამდე.თუმცა აღსანიშნავია,რომ ეგვიპტემ არსებობა “გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის” სახელით არსებობა 1971 წლამდე განაგრძო. (ავტორი გენია.ჯი) ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი – გამალ აბდელ ნასერი,დიდად მოწადინებული იყო არაბები ერთი ქვეყნის ქვეშ გაეერთიანებინა,მათი საერთო მტრის ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში.მისი აზრით თუ კი იგი არაბების გაერთიანებას შეძლებდა და ისრაელის ირგვლივ ერთიან არაბულ სახელმწიფოს ჩამოაყალიბებდა,ამით არაბების სახელმწიფო,რეგიონში ერთ-ერთ უმთავრეს და უძლიერეს ძალად ჩამოყალიბდებოდა.მიუხედავად იმისა,რომ ამ კავშირში ეგვიპტე და სირია გაერთანდა,მათ შორის პირველი “ბზარები” მალევე გაჩნდა მას შემდეგ,რაც მათ ვერ მოახერხეს თავიანთი ეროვნული ინტერესების თანხვედრა.1967 წლის “ექვსდღიანმა ომმა” დაასამარა ეგვიპტისა და სირიის მომავალი გეგმები ისრაელთან დაკავშირებით.საბოლოოდ კი ეგვიპტემ,საკუთარი სახელი 1971 წელს აღიდგინა და “გაერთიანებული არაბული რესპუბლიკაც” ისტორიის ნაწილად იქცა.
“სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკა” (1955-1975 წლები) – წარმოადგენდა სახელმწიფოს,რომელიც ჩამოყალიბდა ფრანგების გაძევების შემდგომ ინდოჩინეთიდან 1954 წელს.ვიეტნამი ამ პერიოდისათვის ორ ნაწილად გაიყო.ერთი ნაწილი კომუნისტების ხელში იყო,ხოლო მეორე ფსევდოდედმოკრატი ვიეტნამელების ხელში.ფაქტიურად ეს ისეთივე გადანაწილება იყო ერთი ქვეყნისა,როგორც თანამედროვე სამყაროში კორეაა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა გადანაწილებამ ქვეყნისა,მშვიდობა ვერ მოიტანა და სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის სისხლისმღვრელი ომი დაიწყო,რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ამერიკის შეერთებული შტატები (სამხრეთელების მხარეს) და საბჭოთა კავშირი (ჩრდილოელების მხარეს).საბოლოო ჯამში გამარჯვება ჩრდილოელების მხარეს დარჩა და სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქ – საიგონიც აიღეს,რომელას მალევე – ხოში მინი უწოდეს.შესაბამისად მე-XX საუკუნეში,კერძოდ 1975 წელს არსებობა შეწყვიტა კიდევ ერთმა ქვეყანამ – სამხრეთ ვიეტნამმის სახით.