ლატარეა – “ეპიზოდი”
ყოველი ქრისტეშობისათვის,ესპანეთში თამაშდება ლატარეა,სადაც უზარმაზარი თანხის მოგებაა შესაძლებელი.ესპანელები ამ ლატარეას “El Gordo”-ს,ანუ “დიდ კუშს” ეძახიან.სწორედ აღნიშნულ ლატარეასთან დაკავშირებით დაფიქსირდა,საკმაოდ საინტერესო ფაქტი,ესპანეთის ერთ-ერთ პატარა სოფელ სოდეტოში.სულ ამ სოფელში 70 კომლი ცხოვრობს და მათ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში,გადაწყვიტეს ერთი (საერთო) ლატარეის ბილეთის შეძენა.თუმცა დანარჩენი 69 ოჯახისაგან განსხვავებით,ერთ-ერთმა,კერძოდ – კოტსის მისოტაკისის ოჯახმა,აღნიშნულ გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.სოფელ სოდეტოს 69 ოჯახმა კი,საერთო გადაწყვეტილების ნიადაგზე შეისყიდეს ლატარიის ბილეთი ნომრით (58268).ლატარიის გათამაშების შემდგომ მთელი სოფლის მოსახლეობა ეიფორიამ მოიცვა,რადგან მათ მიერ შესყიდულმა ლატარიის ბილეთმა,მთავარი პრიზი – 950 მილიონი ამერიკული დოლარი მოიგო. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად,ესპანური სოფლის სოდეტოს თითოეული ოჯახი,გარდა ერთისა “მილიონერი” გახდა.აღსანიშნავი და გამოსაყოფია ის გარემოებაც,რომ მიუხედავად უზარმაზარი თანხის მოგებისა,კოტსის მისოტაკისის,ანუ იმ ერთადერთი მეზობელი ოჯახისათვის,რომელმაც უარი განაცხადა ლატარეის თამაშზე,გამდიდრებულ მეზობლებს,არანაირი ფინანსური დახმარება არ გაუწევიათ.