კრიოლოფოზავრი
კრიოლოფოზავრი – წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს მტაცებელ დინოზავრს ანტარქტიკის კონტინენტისა, რომლებიც ბინადრობდნენ ადრე იურულ პერიოდში (დაახლოებით 190 მილიონი წლის წინათ) და ფიზიკური მონაცემებით,ძალიან ჩამოჰგავდნენ ტირანოზავრებს,თუმცა აღნიშნული სახეობა არ განეკუთვნება ტირანოზავრთა ოჯახის ჯგუფს.1991 წელს,ანქტარქტიკაზე მდებარე,ტრანსანტარქტიკული მთის – კერკპატრიკის კვლევებისას,ვ. ჰამერის მიერ აღმოჩენილ იქნა პირველი “კრიოლოფოზავრის” ნაშთები. (ავტორი გენია.ჯი) ფართო საზოგადოებისათვის ამ აღმოჩენის შესახებ ცნობილი გახდა 1994 წელს და აღნიშნული სახეობა პირველი ანტარქტიკული სახეობაა დინოზავრებისა,რომელიც დაწვრილებით იქნა აღწერილი მეცნიერების მიერ.მისი სხეულის სიგრძე 6 მეტრიდან – 8 მეტრამდე იყო და ამ მაჩვენებლით იგი,ადრე იურული პერიოდის ყველაზე დიდ დინოზავრს წარმოადგენდა.იდგნენ ორ მასიურ ფეხზე,რომლების მას ნადირობაში დიდ დახმარებას უწევდა.იმ ეპოქაში ანტარქტიკის კონტინენტი ყინულით დაფარული არ ყოფილა და შესაბამისად გარდა ამ სახეობის დინოზავრებისა,ბინადრობდა სხვა სახეობის ფაუნის წარმომადგენლები,რომლებზეც “კრიოლოფოზავრი” ნადირობდა.გამოირჩეოდა სწრაფი სირბილითა და მასიური თავის ქალით,რომელშიც ბასრი კბილების რამდენიმე წყება ჰქონდა.მეზოზოურ ერაში ანტარქტიკა შედიოდა,ჰიპოთეზური გიგანტური სამხრეთ კონტინენტის – “გონდვანას” შემადგენლობაში. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად იგი დაკავშირებული იყო სამხრეთ აფრიკის,სამხრეთ ამერიკისა და ავსტრალიის კონტინენტებთან.ამ მიზეზთა გამო მეცნიერები ვარაუდობენ,რომ ანტარქტიკის კონტინენტზე შესაძლოა აღმოჩენილ იყოს კიდევ სხვა სახეობის დინოზავრები,მითუმეტეს მაშინ როდესაც 1980-იან 1990-იან წლებში ანტარქტიკის სანაპიროებზე აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ნაშთი მელოური ხანის დინოზავრებისა.თუმცა აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ “კრიოლოფოზავრი” ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღწერილი დინოზავრია დღემდე ანტარქტიკის კონტინენტისა.