ენტონი ბაბინგტონი
ენტონი ბაბინგტონი - დაიბადა 1561 წლის 24 ოქტომბერს,დერბიშირის საგრაფოში (ინგლისი),ძველი სათავადაზნაურო გვარის ოჯახში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ იმ ისტორიულ პიროვნებას,რომელიც უმთავრეს მონაწილეობას იღებდა “შეთქმულებაში”,რომელიც მიზნად ისახავდა შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფლისა და ინგლისის სამეფო ტახტის ერთ-ერთი უმთავრესი პრედენტენტის – მარიამ სტიუარტის,შეფილდის ციხიდან დახსნას და გარდა ამისა,ინგლისისა და ირლანდიის დედოფლის – ელისაბედ I-ის მკვლელობას.ენტონი ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო და შეთქმულებაში ტომას მორგანთან,მარიამ სტიუარტთან და ესპანეთის მეფე ფილიპე II-თან ერთად იყო ჩართული. (ავტორი გენია.ჯი) 1586 წელს,მაშინ როდესაც მარიამ სტიუარტი ციხეში იყო,მან ენტონისთან – ემიას პაულეტას (ბრიტანელი დიპლომატი,სახელმწიფო მოხელე და მფარველი მარიამ სტიუარტისა),დიდი დახმარების გაწევის შედეგად,უმნიშვნელოვანესი,საიდუმლო წერილების გაგზავნა დაიწყო.აღნიშნულ წერილებში დაწვრილებით იყო მოხსენიებული გეგმა შეთქმულებისა.თავდაპირველად მარიამ სტიუარტსა და ენტონი ბაბინგტონის მიმოწერის შესახებ,არავინ იცოდა.თუმცა მალევე ინგლისის დაზვერვის უფროსისა და “საიდუმლო საბჭოს” წევრის – ფრენსის უოლსინგემის დიდი მეცადინეობით,ამოღებულ იქნა რამდენიმე საიდუმლო წერილი.შესაბამისად აღნიშნული ინფორმაცია დაუყონებლივ მივიდა ელისაბედამდე.ინგლისის სამეფო კარს,ჰქონდა რა უტყუარი მტკიცებულებები “შეთქმულების” მონაწილეებზე,დაიწყო მათი დაპატიმრებები და დევნა. (ავტორი გენია.ჯი) დააკავეს ენტონი ბაბინგტონიც,როგორც ერთ-ერთი მოთავე შეთქმულებისა და იგი გადაიყვანეს ტაუერის ცნობილ ციხეში.მალევე მას წარედგინა ბრალი და მიესაჯა სიკვდილით დასჯა.1586 წლის 20 სექტემბერს,ენტონი თავის 13 თანამზრახველთან ერთად სიკვდილით იქნა დასჯილი.მისი სხეულის ნაწილები კი ლონდონის სხვადასხვა ნაწილებში იქნა “გამოფენილი”,იმის ნიშნად,რომ არავის აზრად არ მოსვლოდა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა.აღნიშნული მოვლენებიდან ხუთ თვეში კი ‘ეშაფოტზე” აიყვანეს მარიამ სტიუარტიც.მისი და სხვა შეთქმულების უმთავრეს გამამტყუნებელ საბუთად,სწორედ ენტონი ბაბინგტონთან მიმოწერა და ამოღებული წერილები გახდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მოგვიანებით,ინგლისის სამეფო კარის მიერ ამოღებული წერილები მარიამ სტიუარტისა და ენტონი ბაბინგტონისა,გამოქვეყნებულ იქნა “Historishe Zeitschrift”-ში.