ალექსანდრე საჯაია – “კაფია” (ვახტანგ ჭელიძეს)
არაფერია,წვიმას აპირებს!
ქარი,ავდარი და მისტერია!..
ფიქრებმა ერთხელ მეც ამატირეს,
შენ კი მითხარი: – არაფერია!
***
ლამაზი იყო,მზე იყო მხოლოდ;
თეთრი სიზმარი,თეთრი ფერია.
მე სიყვარულიც დავკარგე ბოლოს,
შენ,კვლავ მითხარი: – არაფერია!
***
ცრემლები დაშრნენ.
დღეს-დღენი მიჰყვა…
გზებს ია-ვარდი დაუფენიათ.
არაფერია,მე ბავშვი ვიყავ,
თორემ ცრემლებიც არაფერია…
***
მოიტათ ღვინო.
…სულში ფარული
არ დარჩეს კიდევ ჩრდილი პატარაც,
ვხედავ,მეწვია მე სიხარული,
მაგრამ ძნელია მისი ატანაც.
***
მოიტათ ღვინო… ღვინო სისხლს ერთვის,
შეგათრთოლებს და სისხლის ფერია…
ვგიჟდები… ახლაც მაღირსე ერთი,
ძმავ ეგ ძვირფასი: – არაფერია!