“ჯაუჰარი”

“ჯაუჰარი” - ინგლისურ ენაზე “Jauhar”,წარმოადგენდა ერთ-ერთ მიღებულ და დადგენილ წესს მასობრივი თვითმკვლელობისა (თავის დაწვით),რაჯპუტრების (ეთნო ჯგუფის ხალხი,მაცხოვრებელი თანამედროვე პაკისტანისა და ინდოეთის ჩრდილოეთით),უმაღლესი სოციალური ფენების მანდილოსნებისათვის.აღნიშნული,მასიური სუიციდები ხდებოდა იმ შემთხვევაში,როდესაც მათ ქალაქს,ან ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს თავს მტერი დაესხმებოდა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ჯაუჰარს” რაჯპუტრი ქალები,არა ომის დასრულების შემდგომ,არამედ ბრძოლების დაწყების წინ მიმართავდნენ,მაშინ როდესაც მათ ტყვეობაში ჩავარდნის საფრთხე არ ემუქრებოდათ და შესაბამისად ბრძოლაშიც არ იყვნენ დამარცხებულები.თუმცა ამ მოვლენით,რაჯპუტრი ქალები თავიანთი მამებს,ქმრებს,ძმებს თუ სხვა მათი მოდგმის მამაკაცებს ბრძოლაში თავდადებისაკენ მოუწდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა ამ საქციელით ისინი კიდევ უფრო ხელს უწყობდნენ,მტრების მიმართ რაჯპუტრი მამაკაცები დაუნდობლები ყოფილიყვნენ.ისტორიული ფაქტებიდან “ჯაუჰარის” ყველაზე ცნობილ მოვლენებს წარმოადგენდა 1303,1535 და 1568 წლებში დაფიქსირებული მოვლენები.განსაკუთრებით მასიური სახე “ჯაუჰარმმა”, მევარის სამთავროს დედაქალაქის ჩიტოგარჰას,მუსულმანთა მიერ ალყის დროს მიიღო,რა დროსაც ასეულობით რაჯპუტრმა ქალმა სიცოცხლე (თავისდაწვით) “ჯაუჰარით” მოისწრაფა.