ტომას სასის “დიდებული” გამოსვლიდან…
ტომას სასი (1920-2012 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ ფსიქიატრს,მედიკოსს,ნიუ-იორკის დიდებული უნივერსიტეტის პროფესორსა და ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქიატრიული ასოციაციის იმ თვალსაჩინო წარმომადგენელს,რომელიც აქტიური წევრი გახლდათ “ანტიფსიქიატრიული მოძრაობისა”.იგი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა კრიტიკით იმ სოციალური,მორალური და სამეცნიერო ფუძემდებლობების მიმართ,რომლებიც მედიცინას იყენებდნენ თანამედროვე სამყაროში სოციალური კონტროლისათვის.ტომას სასი ერთ-ერთი თავისი გამოსვლისას ამბობდა:
”ექიმის ჭეშმარიტი მოვალეობა – ადამიანებისათვის დახმარების გაწევაა.მოსამართლის სამსახური მდგომარეობს იმაში,რომ ადამიანებს მიაყენოს ვნება,რადგან ის სჯის კანონის დამრღვევებს,ბრალდებულის თანხმობის და აღიარების გარეშეც კი.ციხის ზედამხედველი აღასრულებს მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს ამა თუ იმ მსჯავრდებულის მიმართ ისე,რომ არ ინტერესდება მართლაც დამნაშავეა თუ არა მისი ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული პიროვნება. (ავტორი გენია.ჯი) ფსიქიატრებიც ანალოგიურად იქცევიან ხშირ შემთხვევებში და ისინიც აღასრულებენ სასამართლოს მიერ გამოტანილ სამართლიან თუ უსამართლო განაჩენებს ისე,რომ ადამიანებს განუზომელ ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებენ… სხვაობა ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიებისა ის არის,რომ მოსამართლეები და ციხის ზედამხედველები,ფსიქიატრებისაგან განსხვავებით,თავიანთ სამსახურს არ აღიქვამენ – “კეთილისმოქმედ” პროფესიებად.ხშირ შემთხვევებში ფსიქიატრები ისედაც გაუბედურებული პაციენტების ეგრეთ წოდებულ განკურნებას – “სადამსჯელო ოპერაციების” მსგავსი მეთოდებით ანხორციელებენ.გარდა ამისა,ფსიქიატრები თვლიან,რომ ისინი იქცევიან თავიანთ პაციენტებთან ისე,როგორც ამას მათი პაციენტის ფსიქიკური გამოჯანმრთელების პროცედურა მოითხოვს და მიიჩნევენ,რომ თავიანთ პაციენტებს ისინი ექცევიან ისე,როგორც ამას პაციენტის მდგომარეობა კარნახობს.
ყველასათვის ცნობილია,რომ ის ვინც აკონტროლებს ლექსიკას,აკონტროლებს სოციალურ რეალობასაც. (ავტორი გენია.ჯი) ეროზია ჩვენი თავისუფლებისა – არ გახლავთ საიდუმლო.ამის ერთ-ერთ უმთავრეს საწყისს კი მედიცინის სახელმწიფოსთან არასათანადო შეკავშირება წარმოადგენს.შედეგად ვიღებთ მედიცინისა და სახელმწიფოს მხრიდან მიმართულ თანაბარ ზეგავლენას ამა თუ იმ ადამიანზე.სწორედ აღნიშნული მოვლენით ვითარდება ადამიანებზე – სოციალური,ფარმაინდუსტრიული და ფსიქოლოგიური კონტროლი.მიუხედავად ამისა,სახელებად მაინც შესანიშნავ ტერმინებს იყენებენ – “მკურნალობა” და “განკურნება”.როდესაც ხელისუფლება აკონტროლებს რელიგიას,ამ დროს არა მარტო რელიგია,არამედ ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებაც ქიმერად იქცევა. და როდესაც სახელმწიფო იმის ნაცვლად,რომ იზრუნოს ადამიანთა ჯანმრთელობაზე,ცდილობს გააკონტროლოს ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა,ასეთ დროს კვდება არა მხოლოდ მედიცინის არსი,არამედ ყოველი პროფესიის თავისუფლებაც.ესე იგი გამოდის,რომ თანამედროვე სამყაროში ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ “ქიმერაა” და მეტი არაფერი!”