დეივიდ იუმის წიგნიდან – „დიალოგი რელიგიაზე”

დიდი შოტლანდიელი ფილოსოფოსი, ემპირიზმის, აგნოსტიციზმისა და შოტლანდიური აღორძინების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი - დეივიდ იუმი (1711-1776 წლები), მის მიერ 1751 წელს დაწერილ უმნიშვნელოვანეს ნაშრომში – „დიალოგი რელიგიაზე” წერდა:

„ეპიკურეს ძველ კითხვას პასუხი ჯერ კიდევ არ გაეცა: ღმერთს სურს, დაგვიფაროს ბოროტებისაგან, მაგრამ არ შეუძლია? მაშ, ის – უძლური ყოფილა. შეუძლია, დაგვიფაროს ბოროტებისაგან, მაგრამ არ სურს? მაშ, ის – ბოროტი ყოფილა. თუ შესაძლებლობაც აქვს და სურვილიც, მაშ საიდან მოდის ესოდენ მრავალი ბოროტება?

კარგად მოათვალიერეთ სამყარო ირგვლივ.შეხედეთ,უამრავი არსებაა ჩვენს გარშემო მხიარული,მგრძნობიარე და ენერგიული! ჩვენ აღფრთოვანებული ვართ მათი სიუხვით და მრავალფეროვნებით. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ აბა მოდით,ცოტა ყურადღებით გამოვიკვლიოთ,როგორ არსებობენ,როგორ ემტერებიან და ანადგურებენ ერთმანეთს ისინი! როგორი გაუმაძღრები არიან და როგორ ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ბედნიერებასა და თავის გადარჩენაზე.ღმერთო ჩემო! რა საზიზღარი სანახავები არიან ისინი უცხო თვალისათვის! ყოველივე ეს კი ადასტურებს იმას,რომ ბუნება ბრმაა.მას არ გააჩნია არც განსჯის უნარი და არც მშობლისათვის დამახასიათებელი სიყვარული თავისი ხეიბარი შვილების მიმართ”. (ავტორი გენია.ჯი)