თომას დე ქვინსი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი ინგლისელი მწერალი და ავტორი გახმაურებული წიგნისა – “ინგლისელი ოპიუმის მჭამელის აღსარება” – თომას დე ქვინსი (1785-1859 წლები),ნარკოტიკებზე დამოკიდებული ლიტერატორი გახლდათ.
იმ პერიოდისათვის ოპიუმი,ინგლისში ჩვეულებრივად იყიდებოდა აფთიაქებში და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახლდათ.ამ მიზეზთა გამო ბევრი გამოჩენილი ინგლისელი ლიტერატორი თუ მეცნიერი,ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახლდათ,მათ შორის,საკუთარი გონების წვდომის მკვლევარი – თომას დე ქვინსიც იყო. (ავტორი გენია.ჯი) თომასის თვითმკვლელობის მიზეზი,როგორც სხვა და სხვა წყაროები გვაუწყებენ,სწორედ ნარკოტიკები გახლდათ.1821 წელს ინგლისში გამოქვეყნდა თომას დე ქვინსის წიგნი – “ინგლისელი ოპიუმის მჭამელის აღსარება”,სადაც მწერალი ნათლად და დიდი ტკივილით აღწერს წამლით გამოწვეულს საკუთარ ტანჯვას და კოშმარებს.იგი წერდა:
“გონებისათვის არ არსებობს ისეთი რამ,რასაც “დავიწყება” ჰქვია; იმას,რაც გონებაში გაქვს ჩაბეჭდილი,ვერაფერი გადაშლის; თითქოს ვარსკვლავებიც ქრებიან დღის სინათლეზე,მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ ვიცით,რომ ისინი მაინც ანათებენ”. (ავტორი გენია.ჯი)