ვასუბანდჰუ
ვასუბანდჰუ - დაიბადა განდჰარას ისტორიულ რეგიონში და მოღვაწეობდა ჩვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ინდოელ ფილოსოფოსს,ენციკოლოპედისტსა და ბუდისტ ბერს,რომლის სახელიც დაკავშირებულია,მის ძმასთან – ასანგასთან ერთად,ყველასათვის ცნობილ “იოგაჩარას” ფილოსოფიური სკოლის დაარსებასთან.
ვასუბანდჰუ წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდეს ინდოელ მოაზროვნესა და სწავლულს,რომელმაც განუზომელი წვლილი დაიდო “ბუდისტური” რელიგიის განვითარებასა და გავრცელებაში.სწავლობდა სარვასტივადას ბუდისტურ-ფილოსოფიურ სკოლაში,სადაც სრულყოფილად დაეუფლა აბჰიდჰარმა (ერთ-ერთი ბუდისტური სწავლება).თუმცა აღსანიშნავია,რომ მას აღნიშნული სკოლის სწავლება არ აკმაყოფილებდა და გადაწყვიტა თავად,საკუთარი საშუალებებით დაუფლებოდა უფრო სიღრმისეულ სწავლებას ბუდისტურ-ფილოსოფიური საგნებისა. (ავტორი გენია.ჯი) მალევე იგი წერს ტრაქტატს “აბჰიდჰარმაკოშას” (ნაწარმოები ლექსებით,რომელიც დაწერილ იქნა ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით).მასში მოყვანილ იქნა დეტალური განხილვა საგნებისა და ერთგვარად გამოხატავდა კრიტიკას მაჰაბვიშარისა,რომელსაც საუტრანტიკას ბუდისტურ-ფილოსოფიური სკოლა ქადაგებდა.ამასთანავე ის აკრიტიკებდა იმ სკოლის მასწავლებლებს,რომლებიც მას ასწავლიდნენ და ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მათთან.აღნიშნული ტრაქტატის წერის პერიოდში ვასუბანდჰუმ ძალიან ბევრი იმოგზაურა სხვადასხვა ქალაქებსა და ბუდისტურ მონასტრებში.სწორედ ამ მოგზაურობის შემდგომ გადაწყვიტა მან,ძმასთან ერთად შეექმნა სრულიად ახალი ბუდისტურ-ფილოსოფიური სკოლა – “იოგაჩარა”.სკოლამ კი ბუდისტ საზოგადოებაში უდიდესი პოპულარობა და აღიარება მოიპოვა.შესაბამისად ვასუბანდჰუს სახელი,ფართოდ იქნა გავრცელებული ბუდისტებში და მის მიმართ დიდ მოწიწებასაც გამოხატავდნენ.მან ასევე დიდი სახლი მოიპოვა გუტას დინასტიის მეფეებში,რომლებიც ვასუბანდჰუს დიდად აფასებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია ისიც,რომ არაერთხელ გაიმარჯვა სხვადასხვა ბუდისტურ-ფილოსოფიური სკოლების ინტელექტუალებისა და ერუდირებულთა დავებში,რის შედეგადაც ძველი ინდოეთის მეფემ,გუპტას დინასტიიდან – ჩანდრაგუპტა II-მ,300 000 ოქროს მონეტითაც დააჯილდოვა.მის შესახებ ცნობებს მრავალი ძველი ავტორი გვაწვდის,მათ შორის ისეთი ცნობილი მოზაროვნეები,როგორებიც იყვნენ ტიბეტელი – ტარანატჰა და ბუდონ რინჩენდუბი.გარდა “აბჰიდჰარმაკოშასი”,იგი ავტორია ისეთი ტრაქტატებისა,როგორებიცაა – “ცამეტი სტროფი”,”თორმეტი სტროფი” და სხვა.ვასუბანდჰუ გარდაიცვალა 80 წლის ასაკში,აიდოჰში.