“მილესგარდენი”

“მილესგარდენი” - შვედურ ენაზე “Millesgarden”,წარმოადგენს ულამაზეს სკულპტურების პარკსა და შვედეთის სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმს,რომელიც შექმნილ იქნა დიდი შვედი მოქანდაკეების ოლგა (წარმომავლობით ავსტრიელი) და კარლ მილესების მიერ.მილესგარდენი მდებარეობს აღმოსავლეთ შვედეთის ტერიტორიაზე ლიდინგიოს კომუნაში,სტოკჰოლმთან ახლოს.1906 წელს ცოლ-ქმარმა ოლგა და კარლს მილესებმა,დღევანდელი პარკის ტერიტორიაზე შეისყიდეს მიწის ნაკვეთი. (ავტორი გენია.ჯი) 1908 წელს კი ცნობილი შვედი არქიტექტორის კარლ ბენგსონის პროექტით იწყებენ სახლისა და სმხატვრო სახელოსნოს მშენებლობას.მალევე ოჯახმა კიდევ უფრო გააფართოვა შესყიდული ტერიტორია და 1920-1931 წლებში,ისინი უკვე საკმაოდ დიდი ტერიტორიის მფლობელები ხდებიან.1931 წელს ცოლ-ქმარი ამერიკაში მიემგზავრება.1936 წელს,მილესებმა დაარსეს “მილესგარდენის” ფონდი და სახლი პარკთან ერთად შვედეთის სახელმწიფოს საჩუქრად გადასცეს.დიდი სკულპტურული პარკის აგება კი 1950 წელს,ამერიკიდან დაბრუნების შემდგომ დაიწყეს.ულამაზეს პარკში დაიდგა იმ ქანდაკებების ასლები,რომლებიც ამერიკისა და შვედეთის სხვადასხვა ქალაქებში იყო წარმოდგენილი.კარლ მილესის გარდაცვალების შემდგომ 1955 წლის 19 სექტემბერს,იგი დაკრძალულ იქნა პარკის ტერიტორიაზე.მოგვიანებით 1967 წელს იქვე იქნა დაკრძალული მისი მეუღლე ოლგაც. (ავტორი გენია.ჯი) 1999 წელს “მილესგარდენის” პარკის ტერიტორიაზე არქიტექტორ იოჰან ცელსინგის პროექტით,აშენდა სამხატვრო მუზეუმი,სადაც დღემდე იმართება მრავალი ადგილობრივი თუ უცხოელი ხელოვანების გამოფენები.”მილესგარდენის” მუზეუმი და პარკი არა მარტო შვედეთში,არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც დიდად პოპულარულია და იგი ხელოვნების ერთ-ერთ ცენტრადაც იქცა.